14 სექტემბერი, 2021
ბავშვების მარკეტი ისთ ფოინთში
25 და 26 სექტემბერს SOLO Sunday-სა და ისთ ფოინთის ერთობლივი პროექტის ფარგლებში გაიმართება ბავშვების მარკეტი, სადაც ახალგაზრდა მეწარმეები საკუთარ პროდუქციას სხვადასხვა კატეგორიაში წარადგენენ და სურვილის შემთხვევაში იქვე, ადგილზე, იქნება შესაძლებელი ამ ნივთების შეძენა.
SOLO მხარს უჭერს ახალგაზრდა თაობას და ცდილობს, ამ ფორმით ხელი შეუწყოს დამწყებ პატარა მეწარმეებს, რათა მათ შეძლონ საყვარელი ჰობის განვითარება, დასახული მიზნებისა თუ ოცნებების რეალობად ქცევა და საკუთარი შემოქმედების ფართო აუდიტორიისთვის გაცნობა.
თუ თქვენი ოჯახის წევრები, შვილები ან მათი მეგობრები ქმნიან საინტერესო პროდუქტს ხელნაკეთი ნივთების, აქსესუარების, სათამაშოების ან კვების კატეგორიიდან, შეავსეთ განაცხადი მათთან ერთად ონლაინ და შეუწყვეთ ხელი ბავშვების მარკეტში მონაწილეობისათვის.
ვისთვისაა ეს პროექტი?
ამ საინტერესო პროექტში ველით ბავშვებს, რომლებიც არ გაჩერდნენ − წამოიწყეს საკუთარი საქმე და დღემდე დიდი მონდომებით არიან ჩართული მის განვითარებაში.
აქვე გეტყვით, პროექტის ფარგლებში ასევე დაწესებულია 2 საპრიზო ადგილი. ერთ გამარჯვებულს სპეციალური ჟიური გამოავლენს, ხოლო მეორე გამარჯვებული ხმის მიცემის პრინციპით დასახელდება.
დეტალები
თარიღი: 25, 26 სექტემბერი
დრო: 16:00 სთ – 21:00 სთ
ადგილი: ისთ ფოინთი, შადრევნის მიმდებარე ტერიტორია
ასაკი: 5-დან 16 წლამდე
გაითვალისწინეთ, მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია.
დამატებითი დეტალებისთვის მოგვწერეთ hobby@solo.ge-ზე ან მიმართეთ თქვენს SOLO ბანკირს.