სწორედ ასეთი კრიტიკული მომენტებისთვის SOLO გთავაზობთ სპეციალიზებულ პროდუქტს − მშვიდ დაზღვევას, რომელიც შექმნილია თქვენი და თქვენი ოჯახის ფინანსური სტაბილურობის დასაცავად
რა არის მშვიდი დაზღვევა?
მშვიდი დაზღვევა არ არის სტანდარტული ჯანმრთელობის დაზღვევა. ის სპეციალიზებული პროდუქტია, რომელიც 7 კრიტიკული დაავადებიდან ერთ-ერთის დიაგნოსტირების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მოგცემთ ერთჯერად, სოლიდურ ფინანსურ კომპენსაციას
ამ პროდუქტის მთავარი უპირატესობა ისაა, რომ მიღებული თანხის გამოყენება არ არის მიზნობრიობით შეზღუდული. თქვენ გაქვთ სრული თავისუფლება, გამოიყენოთ ის თქვენი საჭიროებების შესაბამისად:
- საზღვარგარეთ მკურნალობის დასაფინანსებლად
- იმ სამედიცინო ხარჯების დასაფარად, რომლებსაც სტანდარტული დაზღვევა არ ფარავს
- შემოსავლის დროებითი დაკარგვის საკომპენსაციოდ
- ნებისმიერი სხვა საჭიროებისთვის, რომელიც თქვენი ან თქვენი ოჯახის ცხოვრებაში რთულ პერიოდში წარმოიშვება
ფინანსური დაცვა, როცა ეს ყველაზე მნიშვნელოვანია
კრიტიკულ დაავადებასთან ბრძოლის პროცესში ბოლო, რაზეც უნდა ღელავდეთ, ფინანსებია. მშვიდი დაზღვევა გაძლევთ შესაძლებლობას, სრულად კონცენტრირდეთ გამოჯანმრთელებაზე და არა ფინანსური რესურსების მოძიებაზე. ეს არის მყარი ფინანსური დაცვა, რომელიც გიქმნით სიმშვიდეს და უზრუნველყოფს − დროულად მიიღოთ საჭირო სამედიცინო მომსახურება
რითი განსხვავდება მშვიდი დაზღვევა სხვა სადაზღვევო პროდუქტებისგან?
სადაზღვევო პორტფელში:
- ჯანმრთელობის დაზღვევა ფარავს მიმდინარე სამედიცინო ხარჯებს, როგორიცაა − ექიმთან ვიზიტი ან მედიკამენტები
- სიცოცხლის დაზღვევა უზრუნველყოფს თქვენი ოჯახის ფინანსურ მხარდაჭერას ფატალური შემთხვევის დადგომისას
- მშვიდი დაზღვევა კი ავსებს სიცარიელეს დიაგნოზის დასმის მომენტიდან − ის გაძლევთ დაუყოვნებლივ, მსხვილ ფინანსურ რესურსს, რომელიც გეხმარებათ გაუმკლავდეთ როგორც პირდაპირ, ისე არაპირდაპირ ხარჯებს დაავადებასთან ბრძოლის პროცესში
პერსონალური მიდგომა თქვენი სიმშვიდისთვის
თქვენი პირადი SOLO ბანკირი დაგეხმარებათ, დეტალურად გაეცნოთ მშვიდი დაზღვევის პირობებს, დაფარვის ლიმიტებსა და იმ კრიტიკული დაავადებების ჩამონათვალს, რომელსაც პოლისი ფარავს. ეს მომსახურება თქვენი SOLO პაკეტის ნაწილია
დაუკავშირდით SOLO ბანკირს, რათა დეტალურად გაიგოთ, როგორ შეგიძლიათ დაიცვათ საკუთარი თავი და თქვენი ოჯახი კრიტიკულ მომენტებში