SOLO ბანკინგი
ბარათები
SOLO პაკეტები
ანაბრები
Lifestyle
SOLO ბანკინგი − თქვენი პერსონალური საბანკო გამოცდილება
SOLO-ს მთავარი მიზანია, გაგიმარტივოთ ფინანსების მართვა და მოგცეთ მეტი დრო იმისათვის, რაც თქვენთვის ნამდვილად მნიშვნელოვანია.
SOLO წარმოადგენს პერსონალური საბანკო მომსახურების უმაღლეს სტანდარტს, რომელიც სცილდება ტრადიციული ბანკინგის ფარგლებს. ეს არის თქვენს საჭიროებებსა და ცხოვრების სტილზე სრულად მორგებული ფინანსური პარტნიორობა.
თქვენი პირადი ბანკირი − სანდო პარტნიორი ყველა ფინანსურ საკითხში
სოლო ბანკირი მაღალკვალიფიციური პროფესიონალია, რომელიც უზრუნველყოფს:
- პერსონალურ კონსულტაციას − თქვენი ფინანსური მიზნების გაანალიზებასა და საუკეთესო პროდუქტების შეთავაზებას
- დროის დაზოგვას − ნებისმიერი საბანკო ოპერაციის დისტანციურად შესრულებას, SOLO ლაუნჯში ვიზიტის გარეშე
- თქვენს ინტერესებზე მორგებულ კონსულტაციას − თქვენთვის საინტერესო საბანკო სიახლეებისა და შესაძლებლობების დროულად მიწოდებას
ყოველდღიური ბანკინგი − კომფორტი და ექსკლუზიურობა
SOLO გთავაზობთ პრემიუმკლასის პროდუქტებს თქვენი ყოველდღიური ფინანსური ტრანზაქციებისთვის
- პრემიუმ სადებეტო ბარათები − ისარგებლეთ Visa / Mastercard Platinum ან Visa Infinite ბარათებით, რომლებიც გთავაზობთ ისეთ უპირატესობებს, როგორებიცაა − აეროპორტის ლაუნჯებში უფასო ვიზიტი, სამოგზაურო დაზღვევა, კონსიერჟის სერვისი და ექსკლუზიური ფასდაკლებები მსოფლიო მასშტაბით
- საკრედიტო ბარათები − SOLO-ს საკრედიტო ბარათი გიქმნით დამატებით ფინანსურ შესაძლებლობებს. ისარგებლებთ უპროცენტო პერიოდით, დააგროვებთ PLUS ქულებს და მარტივად მართავთ გაუთვალისწინებელ ხარჯებს
საკრედიტო პროდუქტები − თქვენი მიზნების მარტივი დაფინანსება
თქვენს პირად ბანკირთან ერთად სესხის აღების პროცესი მაქსიმალურად მარტივი და სწრაფია. SOLO გთავაზობთ თქვენს საჭიროებებზე მორგებულ საკრედიტო პროდუქტებს:
- სამომხმარებლო სესხი − ნებისმიერი მიზნისთვის, იქნება ეს მოგზაურობა, განათლება თუ პირადი შენაძენი. ისარგებლეთ წინასწარდამტკიცებული სესხის უპირატესობით და მიიღეთ თანხა უსწრაფესად
- იპოთეკური სესხი − შეიძინეთ, ააშენეთ ან გაარემონტეთ უძრავი ქონება განსაკუთრებული პირობებით
- ავტო სესხი − მარტივად დააფინანსეთ სასურველი ავტომობილის შეძენა
SOLO პაკეტი − ყველა უპირატესობა ერთ სივრცეში
ყველა ზემოთ ჩამოთვლილი პროდუქტი და სერვისი, პრემიუმბარათები, პერსონალური ბანკირის მომსახურება, სპეციალური ტარიფები და ექსკლუზიური Lifestyle შეთავაზებები გაერთიანებულია SOLO პაკეტებში. აირჩიეთ თქვენზე მორგებული პაკეტი − SOLO X, SOLO Premium ან SOLO CLUB და მიიღეთ სრული საბანკო გამოცდილება ერთიანი, ფიქსირებული გადასახადის ფარგლებში
გახდით SOLO მომხმარებელი და აღმოაჩინეთ საბანკო მომსახურების ახალი დონე, სადაც თქვენი კომფორტი და მიზნები მთავარი პრიორიტეტია




