SOLO-ს სარემონტო სესხი ეფექტური ფინანსური გადაწყვეტაა, რომელიც თქვენი სივრცის გარდაქმნის იდეებს რეალობად აქცევს. ის გაძლევთ შესაძლებლობას, დაფაროთ რემონტთან დაკავშირებული ყველა ხარჯი, იქნება ეს სამშენებლო-მოსაპირკეთებელი სამუშაოები, ახალი ავეჯის შეძენა თუ ინტერიერის განახლება
რემონტის დაწყება მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო ნაბიჯია, რომელიც დიდ ფინანსურ რესურსს მოითხოვს. SOLO-ს სესხი რემონტისთვის კი დაგეხმარებათ აღნიშნული გადაწყვეტილება სრულად დააფინანსოთ
რას ფარავს SOLO-ს რემონტის სესხი?
SOLO-ს რემონტის სესხი გაძლევთ სრულ შემოქმედებით და ფინანსურ თავისუფლებას, რადგან ის არ არის მიზნობრიობით შეზღუდული. თქვენ თავად წყვეტთ, თანხა კოსმეტიკური განახლებისთვის გამოიყენოთ, კაპიტალური რეკონსტრუქცია წამოიწყოთ თუ სრულიად ახალი დიზაინი შექმნათ. შესაბამისად, სესხი დაგეხმარებათ დაფაროთ ყველა საჭირო ხარჯი:
- სამშენებლო და მოსაპირკეთებელი მასალები
- სანტექნიკა და ელექტროობა
- ავეჯი და ტექნიკა
- დიზაინერისა და ხელოსნების მომსახურება
- ნებისმიერი სხვა ხარჯი, რომელიც თქვენი სახლის რემონტის პროცესს უკავშირდება
პროცესი SOLO-სთან ერთად − დაგეგმიდან განხორციელებამდე
ჩვენ გვესმის, რომ რემონტი კომპლექსური პროცესია. თუმცა თქვენი პირადი SOLO ბანკირი დაგეხმარებათ, ფინანსური ნაწილი მაქსიმალურად გაიმარტივოთ. თქვენ შეგიძლიათ მასთან ერთად:
- შეარჩიოთ მისაღები სესხის ვადა
- განსაზღვროთ პროექტის ბიუჯეტი და მოითხოვოთ შესაბამისი მოცულობის სესხი
- განიხილოთ მოქნილი გადახდის გრაფიკი და ისეთი შესაძლებლობები, როგორებიცაა, მაგალითად, სესხის თარიღის შეცვლა
ინვესტიციის უსაფრთხოების უზრუნველყოფა
დაიცავით თქვენი ინვესტიცია − რემონტის დასრულების შემდეგ თქვენი განახლებული ქონების დასაცავად SOLO გთავაზობთ უძრავი ქონების დაზღვევას, რომელიც აგინაზღაურებთ გაუთვალისწინებელი შემთხვევებით (ხანძარი, წყალდიდობა და სხვ.) მიყენებულ ზიანს
ყველა ეს სერვისი თქვენი SOLO პაკეტის ფარგლებში ერთიანდება პირადი ბანკირის მომსახურებასთან, რაც უზრუნველყოფს თქვენს მაქსიმალურ კომფორტს
რემონტის სესხთან ერთად შეგიძლიათ ისარგებლოთ სხვა ტიპის შეთავაზებებით, რაც თქვენს მიზნებზე იქნება მორგებული
- სამომხმარებლო სესხი − თუ თქვენი მიზანი ყოველდღიური სურვილების დაკმაყოფილებაა, სამომხმარებლო სესხი ამისთვის მორგებულ პირობებს გთავაზობთ
- იპოთეკური სესხი − თუ გსურთ უძრავი ქონების შეძენა, მშენებლობა ან რემონტი, იპოთეკური სესხი თქვენი საიმედო ფინანსური საყრდენია
- სუბსიდირებული იპოთეკური სესხი − გარკვეული კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში შესაძლებლობა გაქვთ ისარგებლოთ სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამით და მიიღოთ დამატებითი შეღავათები
- ავტოსესხი − თუ თქვენი მიზანი ახალი ავტომობილის შეძენაა, ავტოსესხი ამისთვის მორგებულ პირობებს გთავაზობთ
- ანაბრები − ფინანსური მიზნების მიღწევის შემდეგ თავისუფალი თანხის დაგროვება და სარგებლის მიღება შეგიძლიათ SOLO ანაბრების მეშვეობით
- ბარათები − ყოველდღიური ფინანსური ტრანზაქციების კომფორტულად სამართავად შეგიძლიათ გამოიყენოთ SOLO ბარათები
ყველა საკრედიტო პროდუქტის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად ეწვიეთ სესხების მთავარ გვერდს