შეინახეთ ან დააგროვეთ თანხა
ანაბრის კალკულატორი
შეარჩიეთ ანაბარი
პრემიუმი
პრემიუმ ანაბარი, სპეციალურად, SOLO მომხმარებლებისთვის
გახსენით ანაბარი 0 ლარიდან
გაიტანეთ სარგებელი ყოველთვიურად ან ვადის ბოლოს
ანაბრის ვადა შეუზღუდავი
შეგროვებადი
გახსენით ანაბარი, დაამატეთ მასზე თანხა მაშინ, როცა გსურთ
გახსენით ანაბარი 10 ლარიდან
სარგებლის მიღება ყოველთვიურად ან ვადის ბოლოს
ანაბრის ვადა 3-24 თვე
ვადიანი
აქციეთ თავისუფალი თანხა დამატებითი შემოსავლის წყაროდ
გახსენით ანაბარი 500 ლარიდან
სარგებლის მიღება ყოველთვიურად, ვადის ბოლოს ან წინსწრებით
ანაბრის ვადა 3-24 თვე
მოთხოვნამდე
განათავსეთ თანხას და გამოიყენეთ თავისუფლად ნებისმიერ დროს
გახსენით ანაბარი 0 ლარიდან
სარგებლის გატანა ყოველთვიურად
ანაბრის ვადა შეუზღუდავი
საბავშვო ანაბარი
გადმოწერეთ მობილბანკი
ხშირად დასმული კითხვები
რა თანხა მჭირდება შეგროვებადი ანაბრის გასახსნელად?
მაქსიმუმ რა ვადით შემიძლია შეგროვებადი ანაბრის გახსნა?
შემიძლია თუ არა გავხსნა ანაბარი დოლარში?
დარღვევის შემთხვევაში ჯარიმა ხომ არ გაქვთ?
რა ხდება ანაბრის ვადის გასვლის შემთხვევაში?
SOLO ანაბრები − შექმენით სტაბილური ფინანსური მომავალი
თქვენი ფინანსური მიზნების მიღწევა და სტაბილური მომავლის შექმნა კაპიტალის თანმიმდევრულ დაგროვებასა და ზრდაზეა დამოკიდებული. SOLO, როგორც პრემიუმკატეგორიის ბანკი, გთავაზობთ თქვენს ხედვაზე მორგებულ ანაბრების პორტფელს.
ჩვენი პროდუქტები იგივე ფინანსური ინსტრუმენტებია, რაც დაგეხმარებათ, ნებისმიერი გეგმა, იქნება ეს მოკლევადიანი თუ გრძელვადიანი, რეალობად აქციოთ
რატომ არის მნიშვნელოვანი დანაზოგის შექმნა?
ანაბარი სტრატეგიული გადაწყვეტილებაა, რომელიც განიჭებთ:
- ფინანსურ უსაფრთხოებას − ცხოვრებაში არსებობს გაუთვალისწინებელი ხარჯები. დანაზოგი კი წარმოადგენს ფინანსურ უსაფრთხოებას, რომელიც გიცავთ მოულოდნელი სირთულეების დროს და გაძლევთ სტაბილურობის განცდას
- მიზნების მიღწევის შესაძლებლობას − იქნება ეს სახლის შეძენა, თქვენი ან თქვენი შვილის განათლების დაფინანსება, ახალი ავტომობილი თუ მოგზაურობა, დანაზოგი ამ მიზნების მიღწევის მთავარი წინაპირობაა
- ფინანსურ თავისუფლებას − კაპიტალის ზრდა გრძელვადიან პერსპექტივაში გაძლევთ მეტ თავისუფლებას და არჩევანის შესაძლებლობას
SOLO-ს ანაბრების სახეობები თქვენი მიზნებისთვის
ჩვენ გვესმის, რომ ყველა მომხმარებლის ფინანსური მიზანი და შესაძლებლობა ინდივიდუალურია. სწორედ ამიტომ SOLO გთავაზობთ რამდენიმე ტიპის ანაბარს
- ვადიანი ანაბარი − ვადიანი ანაბარი შესაფერისია იმ შემთხვევაში, თუ თქვენ გაქვთ თავისუფალი თანხა, რომლის გამოყენებასაც უახლოეს მომავალში არ გეგმავთ და გსურთ, ამ პერიოდში მან სარგებელი მოგიტანოთ
- შეგროვებადი ანაბარი − თუ თქვენი მიზანია რეგულარული დანაზოგის შექმნა, ეს პროდუქტი თქვენთვისაა. ის გაძლევთ შესაძლებლობას, დაიწყოთ მცირე თანხით და პერიოდულად, თქვენთვის სასურველი სიხშირით, შეავსოთ ანაბარი
- პრემიუმ ანაბარი − ექსკლუზიურად SOLO მომხმარებლებისთვის შექმნილი პრემიუმ ანაბარი ხშირად გამოირჩევა გაუმჯობესებული პირობებით. ის შეიძლება მოიცავდეს მეტ მოქნილობას, როგორებიცაა − თანხის ნაწილობრივი გამოტანის ან დამატების შესაძლებლობა, რაც მას თქვენი ფინანსების მართვის კიდევ უფრო მოსახერხებელ ინსტრუმენტად აქცევს
- საბავშვო ანაბარი − ეს კონკრეტული ანაბარი შესაძლებლობას გაძლევთ, დღესვე დაიწყოთ კაპიტალის დაგროვება თქვენი შვილისთვის. წლების განმავლობაში მცირე, რეგულარული შენატანებიც კი მნიშვნელოვან თანხად შეიძლება იქცეს, რომელიც დააფინანსებს ბავშვის განათლებას ან გახდება მყარი საფუძველი მისი დამოუკიდებელი ცხოვრების დასაწყებად
- ანაბარი უცხოურ ვალუტაში − ანაბარი შექმნილია მათთვის, ვინც შემოსავალს იღებს ან ხარჯებს აწარმოებს უცხოურ ვალუტაში. SOLO გთავაზობთ ანაბრებს სხვადასხვა ვალუტაში. ანაბარი დოლარში ან ევროში კი დაგეხმარებათ სავალუტო რისკების დივერსიფიკაციასა და თქვენი დანაზოგის ზრდაში
დაგეგმეთ თქვენი დანაზოგი სტრატეგიულად
სწორი გადაწყვეტილების მისაღებად მნიშვნელოვანია, გქონდეთ სრული ინფორმაცია. SOLO გთავაზობთ ინსტრუმენტს, რომელიც ამ პროცესს გიმარტივებთ. ეს არის:
- ანაბრის კალკულატორი − სანამ საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებთ, გამოიყენეთ ჩვენი ანაბრის კალკულატორი. შეიყვანეთ სასურველი თანხა, ვადა, ვალუტა და ნახეთ, რა სარგებელს მიიღებთ ვადის ბოლოს. ანაბრის პროცენტის გამოთვლა ამ ინსტრუმენტით მარტივია და ის გაძლევთ ზუსტ წარმოდგენას თქვენი დანაზოგის ზრდის პოტენციალზე
რატომ SOLO-ს ანაბარი?
- პერსონალური კონსულტაცია − თქვენი SOLO ბანკირი გაგიწევთ კვალიფიციურ კონსულტაციას, გაგაცნობთ ყველა დეტალს და დაგეხმარებათ ისეთი პროდუქტის შერჩევაში, რომელიც ზუსტად პასუხობს თქვენს მოლოდინს
- ინტეგრირებული გამოცდილება − თქვენი ანაბარი ინტეგრირებულია თქვენს SOLO პაკეტთან, რაც ხშირად დამატებით უპირატესობებს გულისხმობს
- ციფრული წვდომა − მართეთ თქვენი დანაზოგები მარტივად, SOLO-ს მობილბანკისა და ინტერნეტბანკის დახმარებით. იქვე აკონტროლეთ ნაშთი, თვალი ადევნეთ დარიცხულ სარგებელს და დაამატეთ თანხა ანაბარს დისტანციურად, ნებისმიერი ადგილიდან
ანაბრებთან ერთად შეგიძლიათ ისარგებლოთ სხვა ტიპის შეთავაზებებით, რაც თქვენს მიზნებზე იქნება მორგებული
- სამომხმარებლო სესხი − თუ თქვენი მიზანი ყოველდღიური სურვილების დაკმაყოფილებაა, სამომხმარებლო სესხი ამისთვის მორგებულ პირობებს გთავაზობთ
- იპოთეკური სესხი − თუ გსურთ უძრავი ქონების შეძენა, მშენებლობა ან რემონტი, იპოთეკური სესხი თქვენი საიმედო ფინანსური საყრდენია
- სუბსიდირებული იპოთეკური სესხი − გარკვეული კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში შესაძლებლობა გაქვთ ისარგებლოთ სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამით და მიიღოთ დამატებითი შეღავათები ავტოსესხი − თუ თქვენი მიზანი ახალი ავტომობილის შეძენაა, ავტოსესხი ამისთვის მორგებულ პირობებს გთავაზობთ
- ანაბრები − ფინანსური მიზნების მიღწევის შემდეგ თავისუფალი თანხის დაგროვება და სარგებლის მიღება შეგიძლიათ SOLO ანაბრების მეშვეობით
- ბარათები − ყოველდღიური ფინანსური ტრანზაქციების კომფორტულად სამართავად შეგიძლიათ გამოიყენოთ SOLO ბარათები