SOLO ფიზიკური პირი ბიზნესი Wealth შეთავაზებები sCool | Student ბანკის შესახებ
მისამართები
ვალუტის კურსი
Eng
მთავარი
SOLO პაკეტები
ბანკინგი
ბანკინგი
ბარათები
ანაბრები
სესხები
გზავნილები
ელექტრონული ბანკი
ელექტრონული ბანკი
მობილბანკი
ინტერნეტბანკი
იმეილბანკი
Apple Pay
დიჯიპასი
ავტომატური დავალებები
SMS ბანკი
ყველა სერვისი
Lifestyle
Lifestyle
მოგზაურობისთვის
ღონისძიებები
შეთავაზებები
SOLO ბუტიკი
პირადი კონსიერჟი
Voyager
დეველოპერები
დაზღვევა
დაზღვევა
სამოგზაურო დაზღვევა
ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევა
ჯანმრთელობის დაზღვევა
შინაური ცხოველის დაზღვევა
მშვიდი დაზღვევა
სიცოცხლის დაზღვევა
უძრავი ქონების დაზღვევა
ინვესტიციები
სიახლეები
ბლოგი
მთავარი
SOLO პაკეტები
ბანკინგი
ელექტრონული ბანკი
Lifestyle
დეველოპერები
დაზღვევა
ინვესტიციები
სიახლეები
ბლოგი
გახდით SOLO
სამოგზაურო დაზღვევა
შეიძინეთ სამოგზაურო დაზღვევა ონლაინ თქვენთვის ან სხვისთვის და გაუთვალისწინებელ სამედიცინო ხარჯებს სადაზღვევო აგინაზღაურებს
დღეში 1 ლარიდან
50 000 $ / €-მდე დაფარვა მთელი მსოფლიოს მასშტაბით
უფასო დაზღვევა SOLO მომხმარებლებისთვის თქვენ, როგორც SOLO პაკეტის მფლობელს, შეგიძლიათ უფასოდ ისარგებლოთ სამოგზაურო დაზღვევის სერვისებით და გადმოწეროთ პოლისი თქვენი მობილბანკიდან

SOLO CLUB პაკეტის ფარგლებში

SOLO CLUB პაკეტის ფარგლებში

SOLO CLUB Visa Signature, SOLO Premium Visa Platinum და AmEx Platinum ბარათებზე დაზღვევის სრული პაკეტი

SOLO CLUB Visa Signature, SOLO Premium Visa Platinum და AmEx Platinum ბარათებზე დაზღვევის სრული პაკეტი
გაიგეთ მეტი

SOLO X და SOLO PREMIUM პაკეტის ფარგლებში

SOLO X და SOLO PREMIUM პაკეტის ფარგლებში

SOLO X Visa Platinum და SOLO PREMIUM Visa Platinum ბარათებზე რეისის გადადებისა და ბარგის დაზღვევა

SOLO X Visa Platinum და SOLO PREMIUM Visa Platinum ბარათებზე რეისის გადადებისა და ბარგის დაზღვევა
გაიგეთ მეტი
დაზღვევა ანაზღაურებს
სასწრფო სამედიცინო დახმარების ხარჯებს
გადაუდებელი ჰოსპიტალური და ამბოლატორიული მკურნალობას
გადაუდებელი ოფთალმოლოგიურ მკურნალობას
რეპატრიაციას
დააზღვიეთ დამატებითი რისკები სამედიცინო მომსახურებებთან ერთად, შეგიძლიათ დამატებით დააზღვიო:
ბარგის დაკარგვა ანაზღაურდება მაქსიმუმ 150 ევრო/დოლარი
ბარგის დაგვიანება ანაზღაურდება რეისის გადადება მაქსიმუმ 3 დღით
რეისის დაგვიანება ანაზღაურდება ხარჯები, რომელსაც არ აანაზღაურებს ავიაკომპანია
ჩვენი პარტნიორი სადაზღვევო კომპანიები ჩვენთან შეგიძლიათ შეიძინოთ სამოგზაურო დაზღვევა შემდეგი კომპანიებისგან:

ჯი პი აი

ჯი პი აი

ალდაგი

ალდაგი

ირაო

ირაო

იმედი L

იმედი L

გლობალ ბენეფიტი

გლობალ ბენეფიტი

უნისონი

უნისონი

არდი

არდი

შეიძინეთ დაზღვევა მობილბანკში

შეიძინეთ სამოგზაურო დაზღვევა ან ნახეთ უკვე აქტიური დაზღვევის პოლისი
დაასკანერეთ QR გადმოწერეთ აპლიკაცია

ხშირად დასმული კითხვები

თუ Amex საკრედიტო ბარათი მაქვს, მეკუთვნის სამოგზაურო დაზღვევა?

დიახ, Amex საკრედიტო ბარათს საჩუქრად მოყვება სამოგზაურო დაზღვევა. სამოგზაურო დაზღვევის ონლაინ ნახვას და სურვილის შემთხვევაში პოლისის ჩამოტვირთვას დაზღვევების გვერდზე შეძლებთ.

თუ სამოგზაურო დაზღვევის ვადის გაგრძელება მსურს, როგორ მოვიქცე?

სამოგზაურო დაზღვევის ვადის გადაგრძელებას ვერ შეძლებთ. ასეთ შემთხვევაში შეგიძლიათ, ახალი სამოგზაურო დაზღვევის ონლაინ შეძენა, რომელიც დამატებით დღეებს დაფარავს.

ჩემი აპლიკაციიდან სხვის სახელზე შევძლებ სამოგზაურო დაზღვევის გააქტიურებას?

დიახ, სამოგზაურო დაზღვევის ონლაინ აქტივაცია შეიძლება როგორც საკუთარი თავისთვის, ისე - სხვა პირისთვის.

მაქსიმუმ რამდენს ამინაზღაურებს სამოგზაურო დაზღვევის პოლისი?

ანაზღაურების ლიმიტი - 50 000 $ / €

ვაპირებ სამოგზაუროდ წასვლას. რომელია საუკეთესო დაზღვევა?

მობილბანკში შეგიძლიათ ერთად ნახოთ ყველა სადაზღვევო კომპანია, შეარჩიოთ თქვენთვის საუკეთესო პირობა და შეიძინოთ მარტივად

სად შემიძლია შევიძინო სამოგზაურო დაზღვევა იაფად?

სამოგზაურო დაზღვევა იაფად შეგიძლიათ შეიძინოთ მობილბანკში ან ჩვენს ვებგვერდზე.

SOLO სამოგზაურო დაზღვევა − თქვენი სიმშვიდე და უსაფრთხოება მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში

მოგზაურობა ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი გამოცდილებაა, რომელიც გვაძლევს შესაძლებლობას, გაცდეთ ყოველდღიურობას, აღმოაჩინოთ ახალი კულტურები, შეიგრძნოთ განსხვავებული რიტმი და შეიძინოთ დაუვიწყარი მოგონებები. იმისთვის რომ ეს პროცესი სრულად იყოს ფოკუსირებული აღმოჩენებზე და არა გაუთვალისწინებელ სირთულეებზე, აუცილებელია ფინანსური უსაფრთხოების განცდა.

SOLO-ს სამოგზაურო დაზღვევა არის თქვენი მყარი გარანტი იმისა, რომ ნებისმიერი მოულოდნელობის შემთხვევაში თქვენ მარტო არ დარჩებით

რა არის სამოგზაურო დაზღვევა და რატომ არის ის აუცილებელი?

წარმოიდგინეთ, რომ იმყოფებით უცხო ქვეყანაში და გესაჭიროებათ გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ან თქვენი ბარგი დაიკარგა აეროპორტში, ან, თუნდაც, ფრენა გაუქმდა და სასტუმროში დამატებითი ღამის გათენება გიწევთ. ასეთი შემთხვევები, გარდა ემოციური სტრესისა, დაკავშირებულია მნიშვნელოვან, წინასწარგაუთვალისწინებელ ფინანსურ ხარჯებთან

დაზღვევა მოგზაურობისთვის ფინანსური უსაფრთხოების გარანტია, რომელიც სწორედ ასეთი შემთხვევებისგან გიცავთ. ეს არის შეთანხმება თქვენსა და სადაზღვევო კომპანიას შორის, რომლის ფარგლებშიც წინასწარგანსაზღვრული პირობებით კომპანია ანაზღაურებს მოგზაურობისას წარმოქმნილ ფინანსურ ზარალს. დაზღვევა საზღვარგარეთ ყოფნისას გაძლევთ იმის ფუფუნებას, რომ იფიქროთ მხოლოდ მოგზაურობით ტკბობაზე

რას ფარავს SOLO-ს სამოგზაურო დაზღვევა?

SOLO-ს პარტნიორი სადაზღვევო კომპანიების პოლისები, როგორც წესი, ფარავს ყველა იმ ძირითად რისკს, რომლებიც შეიძლება მოგზაურობას ახლდეს თან:

  • გადაუდებელი სამედიცინო ხარჯები − ეს დაფარვის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია. ის მოიცავს ექიმის ვიზიტს, ჰოსპიტალიზაციას, გადაუდებელ ოპერაციას, მედიკამენტების შეძენასა და სტომატოლოგიურ მომსახურებას
  • ფრენის შეფერხება, გადადება ან გაუქმება − თუ თქვენი ფრენა რამდენიმე საათით გადაიდო ან გაუქმდა, დაზღვევა აგინაზღაურებთ ისეთ ხარჯებს, როგორებიცაა − კვება, სასტუმროში განთავსება და პირველადი საჭიროების ნივთები
  • ბარგის დაზღვევა − ეს სერვისი გაძლევთ კომპენსაციას ბარგის დაკარგვის, მოპარვის, დაზიანების ან დაგვიანების შემთხვევაში, რათა შეძლოთ აუცილებელი ნივთების შეძენა
  • მოგზაურობის შეწყვეტა ან გაუქმება − თუ ფორსმაჟორული სიტუაციის (მაგალითად, ოჯახის წევრის ავადმყოფობა, სტიქიური უბედურება) გამო გიწევთ მოგზაურობის გაუქმება ან სამშობლოში დროზე ადრე დაბრუნება, დაზღვევა აგინაზღაურებთ ბილეთებისა და ჯავშნებისგან გამოწვეულ ფინანსურ ზარალს

●       სამოქალაქო პასუხისმგებლობა მესამე პირების მიმართ − თუ თქვენი უნებლიე ქმედებით ზიანს მიაყენებთ სხვა ადამიანის ჯანმრთელობას ან ქონებას, დაზღვევა დაფარავს ამ ზიანის ანაზღაურების ხარჯებს

SOLO-ს უპირატესობა − კომფორტი და ავტომატური დაცვა

SOLO-სთან ერთად თქვენ აღარ გჭირდებათ ყოველი მოგზაურობის წინ პოლისის შერჩევაზე, პირობების შედარებასა და დაზღვევის ონლაინშეძენაზე დროის დაკარგვა. SOLO-ს პრემიუმკლასის ბარათები, როგორებიცაა − Visa Platinum, Mastercard World Elite და Visa Infinite, ავტომატურად მოიცავს სამოგზაურო დაზღვევის პოლისს

ეს ნიშნავს, რომ თქვენ და თქვენი ოჯახის წევრები (როდესაც თქვენთან ერთად მოგზაურობენ) ავტომატურად დაცულები ხართ. დაზღვევა აქტიურდება იმ მომენტიდან, როდესაც თქვენ ქვეყანას ტოვებთ და მოქმედებს მოგზაურობის დასრულებამდე. ეს არის SOLO-ს გამოცდილების ნაწილი − ჩვენ ვზრუნავთ დეტალებზე, რათა თქვენ მეტი დრო დაუთმოთ მთავარს

სამოგზაურო დაზღვევა, როგორც ინტეგრირებული გამოცდილების ნაწილი

SOLO-სთვის დაზღვევა არ არის უბრალოდ ცალკეული პროდუქტი. ის არის ერთიანი, ინტეგრირებული სისტემის ნაწილი, რომელიც თქვენს კომფორტზეა ორიენტირებული

  • მომზადება − როდესაც SOLO-ს მოგზაურობის ჰაბზე თქვენი მომავალი თავგადასავლისთვის შთაგონებას ეძებთ, უკვე შეგიძლიათ იყოთ მშვიდად, რადგან იცით, რომ დაზღვევის საკითხი მოგვარებული გაქვთ
  • პერსონალური კონსულტაცია − თუ გსურთ, დეტალურად გაერკვეთ თქვენი ბარათით გათვალისწინებული დაზღვევის პირობებში (ლიმიტები, დაფარვის არეალი, გამონაკლისები), თქვენი პირადი SOLO ბანკირი ყოველთვის მზადაა გაგიწიოთ კვალიფიციური კონსულტაცია
  • ერთიანი პორტფელი − სამოგზაურო დაზღვევა არის SOLO-ს სადაზღვევო პროდუქტების ფართო პორტფელის ნაწილი, რომელიც თქვენი SOLO პაკეტის ფარგლებშია ხელმისაწვდომი
იმოგზაურეთ თავდაჯერებულად. აღმოაჩინეთ, ისიამოვნეთ და მიიღეთ დაუვიწყარი შთაბეჭდილებები, რადგან თქვენი ფინანსური სიმშვიდე და უსაფრთხოება SOLO-სთან ერთად საიმედოდაა დაცული

მაჩვენე მეტი მაჩვენე ნაკლები
ჩაერთეთ კვლევაში
გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრებები
და ერთად გავაუმჯობესოთ SOLO-ს ვებგვერდი
ჩაერთეთ კვლევაში