იმოგზაურეთ SOLO უპირატესობებით
სამოგზაურო დაზღვევა
დაზღვევა დაფარავს გადაუდებელ ჰოსპიტალურ და ამბულატორიულ ხარჯებს, სტომატოლოგიას და ოფთალმოლოგიას
ანაზღაურდება მაქს. 150 ევრო/დოლარი. კომპენსაციის მისაღებად, აუცილებელი იქნება ბარგის დარეგისტრირება
ანაზღაურდება ხარჯები, რომელსაც ავიაკომპანია არ დაფარავს. ასევე, მგზავრის დაყოვნების საფასური სასტუმროში
პირადი კონსიერჟი
საბანკო პროდუქტები სრულყოფილი მოგზაურობისთვის
ჟურნალი VOYAGER
ხშირად დასმული კითხვები
როგორ გავააქტიურო სამოგზაურო დაზღვევა?
სად ვნახავ აეროპორტების ლაუნჯებში მიმდინარე ვიზიტების რაოდენობას?
როგორ დავუკავშირდე პირად კონსიერჟს?
მობილბანკის გამოყენება საზღვარგარეთაც შემიძლია?
სად შევავსო განაცხადი სესხის ასაღებად?
SOLO-ს მოგზაურობის ჰაბი − თქვენი გზამკვლევი შთაბეჭდილებების სამყაროში
მოგზაურობა მხოლოდ გადაადგილება არ არის - ეს გამოცდილებაა, რომელსაც SOLO განსაკუთრებული ელფერით დაგაგემოვნებინებს. ამ სივრცეში შევკრიბეთ სეზონის საუკეთესო მიმართულებები, უნიკალური შეთავაზებები და შთაგონება, რომელიც შენს თავგადასავალს დაუვიწყარს გახდის.
მოგზაურობა ახალი კულტურების აღმოჩენა, შთაგონების პოვნა და დაუვიწყარი მოგონებების შექმნაა. სწორედ ამიტომ SOLO წარმოგიდგენთ მოგზაურობის ჰაბს − ერთიან ციფრულ სივრცეს, სადაც თავმოყრილია ყველა ის რესურსი, პრივილეგია თუ შეთავაზება, რაც თქვენს ნებისმიერ თავგადასავალს კიდევ უფრო კომფორტულს, მარტივსა და შთამბეჭდავს გახდის
თქვენი მოგზაურობის პრივილეგიები − კომფორტი ყოველ ეტაპზე
პრემიუმმოგზაურობა SOLO-სთან ერთად იწყება იმ უპირატესობებით, რომლებიც თქვენი SOLO პაკეტის განუყოფელი ნაწილია:
- წვდომა აეროპორტის ლაუნჯებზე − პრემიუმკლასის SOLO ბარათი არის თქვენი ბილეთი მსოფლიოს ასობით აეროპორტის ლაუნჯში. მოგზაურობის დაწყებამდე კომფორტულ გარემოში დასვენება, მგზავრობის წინ განტვირთვა და სასიამოვნო ატმოსფერო SOLO მომხმარებლის პრივილეგიაა
- სამოგზაურო დაზღვევა − იმოგზაურეთ მშვიდად, რადგან თქვენი და თქვენი ოჯახის წევრების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება დაცულია. თქვენი SOLO ბარათი ავტომატურად მოიცავს სამოგზაურო დაზღვევას, რომელიც ფარავს ისეთ გაუთვალისწინებელ შემთხვევებს, როგორებიცაა − სამედიცინო მომსახურება, ბარგის დაკარგვა ან ფრენის გადადება
- კონსიერჟის სერვისი − თქვენი პერსონალური ასისტენტი მზად არის დაგეხმაროთ მოგზაურობის დაგეგმვის ნებისმიერ ეტაპზე, იქნება ეს ავიაბილეთების, სასტუმროს ნომრის თუ კონცერტის ბილეთების დაჯავშნა
ექსკლუზიური შეთავაზებები მოგზაურებისთვის
SOLO-ს მოგზაურობის ჰაბი მუდმივად განახლებადი პლატფორმაა, სადაც თავმოყრილია სპეციალური შეთავაზებები SOLO-ს პარტნიორებისგან. აქ თქვენ გაეცნობით:
- განსაკუთრებულ პირობებს სასტუმროებში − დაჯავშნეთ სასტუმროები მთელი მსოფლიოს მასშტაბით სპეციალური პირობებით და გახადეთ თქვენი დასვენება საზღვარგარეთ კიდევ უფრო ხელმისაწვდომი
- ფასდაკლებებს ავიაბილეთებზე − პერიოდულად ჩვენს პარტნიორ ავიაკომპანიებთან ერთად გთავაზობთ აქციებს, რის ფარგლებშიც შეგიძლიათ შეიძინოთ ავიაბილეთები ფასდაკლებით
- შეთავაზებებს მანქანის დაქირავებაზე − დაგეგმეთ თქვენი მარშრუტი თავისუფლად და ისარგებლეთ ფასდაკლებით მანქანის დაქირავების საერთაშორისო კომპანიებისგან
შთაგონება ახალი თავგადასავლებისთვის
ზოგჯერ მოგზაურობის დაგეგმვისთვის მთავარი შთაგონებაა. SOLO-ს მოგზაურობის ჰაბი ამაშიც გეხმარებათ. გადაავლეთ თვალი ჩვენს ციფრულ ჟურნალს, Voyager Journals-ს, სადაც ცნობილი ბლოგერები და SOLO-ს მომხმარებლები გიზიარებენ საკუთარი მოგზაურობის ისტორიებს, უნიკალურ ადგილებსა და სასარგებლო რჩევებს
SOLO-ს მოგზაურობის ჰაბი არის თქვენი სანდო კომპანიონი, რომელიც ყველა საჭირო რესურსს ერთ სივრცეში აერთიანებს − პრივილეგიებიდან დაწყებული, შთაგონებით დამთავრებული
თუ მოგზაურობისთვის დამატებითი ფინანსები გჭირდებათ, შეგიძლიათ ისარგებლოთ სხვა ტიპის შეთავაზებებით, რაც თქვენს მიზნებზე იქნება მორგებული
- სამომხმარებლო სესხი − თუ თქვენი მიზანი ყოველდღიური სურვილების დაკმაყოფილებაა, სამომხმარებლო სესხი ამისთვის მორგებულ პირობებს გთავაზობთ
- ანაბრები − ფინანსური მიზნების მიღწევის შემდეგ თავისუფალი თანხის დაგროვება და სარგებლის მიღება შეგიძლიათ SOLO ანაბრების მეშვეობით
- ბარათები − ყოველდღიური ფინანსური ტრანზაქციების კომფორტულად სამართავად შეგიძლიათ გამოიყენოთ SOLO ბარათები