SOLO ფიზიკური პირი ბიზნესი Wealth შეთავაზებები sCool | Student ბანკის შესახებ
მისამართები
ვალუტის კურსი
Eng
მთავარი
SOLO პაკეტები
ბანკინგი
ბანკინგი
ბარათები
ანაბრები
სესხები
გზავნილები
ელექტრონული ბანკი
ელექტრონული ბანკი
მობილბანკი
ინტერნეტბანკი
იმეილბანკი
Apple Pay
დიჯიპასი
ავტომატური დავალებები
SMS ბანკი
ყველა სერვისი
Lifestyle
Lifestyle
მოგზაურობისთვის
ღონისძიებები
შეთავაზებები
SOLO ბუტიკი
პირადი კონსიერჟი
Voyager
დეველოპერები
დაზღვევა
დაზღვევა
სამოგზაურო დაზღვევა
ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევა
ჯანმრთელობის დაზღვევა
შინაური ცხოველის დაზღვევა
მშვიდი დაზღვევა
სიცოცხლის დაზღვევა
უძრავი ქონების დაზღვევა
ინვესტიციები
სიახლეები
ბლოგი
მთავარი
SOLO პაკეტები
ბანკინგი
ელექტრონული ბანკი
Lifestyle
დეველოპერები
დაზღვევა
ინვესტიციები
სიახლეები
ბლოგი
გახდით SOLO
ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევა
შეიძინეთ ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევა და ავტომობილის მართვისას მესამე პირისთვის მიყენებული ზიანის ხარჯებს სადაზღვევო კომპანია აგინაზღაურებთ
შეიძინეთ თქვენი ან სხვა პიროვნების ავტომობილისთვის
ნახეთ სადაზღვევო კომპანიების პირობები ერთ სივრცეში
ჩვენი პარტნიორი სადაზღვევო კომპანიები ნახეთ სადაზღვევო კომპანიების პირობები და შეიძინეთ თქვენზე მორგებული

ჯი პი აი

ჯი პი აი

ანაზღურების ლიმიტები: 5,000.00 ₾ ან 10,000.00 ₾

ანაზღურების ლიმიტები: 5,000.00 ₾ ან 10,000.00 ₾
12.00 ₾-დან / თვეში

ალდაგი

ალდაგი

ანაზღურების ლიმიტები: 5,000.00 ₾ ან 10,000.00 ₾

ანაზღურების ლიმიტები: 5,000.00 ₾ ან 10,000.00 ₾
6.00 ₾-დან / თვეში

ირაო

ირაო

ანაზღურების ლიმიტები: 5,000.00 ₾ ან 10,000.00 ₾

ანაზღურების ლიმიტები: 5,000.00 ₾ ან 10,000.00 ₾
12.00 ₾-დან / თვეში

არდი

არდი

ანაზღურების ლიმიტები: 5,000.00 ₾ ან 10,000.00 ₾

ანაზღურების ლიმიტები: 5,000.00 ₾ ან 10,000.00 ₾
6.00 ₾-დან / თვეში

Benefits

Benefits

ანაზღარების ლიმიტები: 5000 ₾, 10 000₾ ან 50 000 ₾

ანაზღარების ლიმიტები: 5000 ₾, 10 000₾ ან 50 000 ₾
11.00 ₾ დან /თვეში
დაზღვევის პირობები
დაზღვევის შეძენა შეუძლია მხოლოდ საქართველოს მოქალაქეს
სადაზღვევო პოლისის ვადა 1 წელი
შეგიძლიათ დააზღვიოთ საქართველოში რეგისტრირებული მსუბუქი ავტომობილი, რომელიც ეკუთვნის ფიზიკურ პირს და არ გამოიყენება კომერციული მიზნებისთვის (ტაქსი, ავტოგაქირავება და ა.შ.).
დაზღვევა შეგიძლიათ შეიძინოთ როგორც თქვენი, ასევე სხვისი ავტომობილისთვის
რას ანაზღაურებს ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევა? დაზღვევა აგინაზღაურებთ ხარჯებს, თუ დააზიანეთ მესამე პირის:
ავტომობილი ავტოავარიისას მესამე პირის ავტომობილისთვის მიყენებული ზიანის ხარჯი
ქონება ავტოავარიისას მესამე პირის ქონებისთვის მიყენებული ზიანის ხარჯი
ჯანმრთელობა მესამე პირის ჯანმრთელობისათვის ან სიცოცხლისთვის მიყენებული ზიანის ხარჯი

შეიძინეთ დაზღვევა მობილბანკში

შეიძინეთ ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევა ან ნახეთ უკვე აქტიური დაზღვევის პოლისი
დაასკანერეთ QR გადმოწერეთ აპლიკაცია

ხშირად დასმული კითხვები

რას გულისხმობს ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევა?

თუ ავტომობილის მართვისას მესამე პირს მიაყენებთ რაიმე სახის ზიანს, თქვენს ხარჯებს აანაზღაურებს დაზღვევა წინასწარ განსაზღვრული ლიმიტის ფარგლებში.

თუ გავიაქტიურეთ ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევის პოლისი, მხოლოდ ერთი თვის ჩამომეჭრება თუ მთელი წლის?

პოლისის წლიური ღირებულება შეგიძლიათ გადაიხადოთ ერთიანად ან დაფაროთ ყოველთვიურად. ყოველთვიური გადახდის შემთხვევაში, იქვე შეგიძლიათ ჩართოთ ავტომატური გადახდის სერვისი

შემიძლია სხვის სახელზე არსებულ მანქანაზე გავააქტიურო ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევის პოლისი?

დიახ, მობილბანკით შესაძლებელია ავტოპასუხისმგებლობის გააქტიურება როგორც საკუთარ, ისე - სხვის მანქანაზე.

შემიძლია დავაზღვიო ტაქსი?

არა, ავტოპასუხისმგებლობის აქტივაცია შეიძლება მხოლოდ ისეთ მანქანებზე, რომლებიც ეკუთვნის ფიზიკურ პირს და არ გამოიყენება კომერციული მიზნებისთვის, მაგ: ტაქსი, ავტოგაქირავება და ა.შ

სად შემიძლია ვნახო გააქტიურებული ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევის პოლისი?

ნახვას მობილბანკში, დაზღვევების გვერდზე შესვლით შეძლებთ. იქვე გამოგიჩნდებათ რომელი სადაზღვევო კომპანიის დაზღვევაა და რომელ მანქანაზე გაქვთ გააქტიურებული პოლისი.

ავტოსაგზაო შემთხვევისას, ზარალის თანხის ანაზღაურება არასრულწლოვან პირზეც ხდება?

ზარალის ანაზღაურება ხდება იმ შემთხვევაში, თუ ავტომობილს მართავს მესაკუთრე ან ნებისმიერი მესამე პირი, რომელიც არის მინიმუმ 21 წლის და აქვს შესაბამისი კატეგორიის მართვის მოწმობა.

შემიძლია თუ არა შევიძინო ავტო დაზღვევა და დავაზღვიო ჩემი მანქანა?

ჩვენი მობილბანკიდან ან ვებგვერდიდან შეგიძლიათ შეიძინოთ ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევა და დააზღვიოთ თქვენი ავტომობილით სხვისთვის მიყენებული ზიანის ხარჯები.

SOLO ავტომობილის დაზღვევა − თქვენი სიმშვიდე და უსაფრთხოება გზაზე

ავტომობილის ფლობა და მართვა კომფორტთან ერთად დიდ პასუხისმგებლობასაც გულისხმობს. გზაზე მოძრაობა ყოველთვის შეიცავს გაუთვალისწინებელი შემთხვევების რისკს, რამაც შეიძლება მნიშვნელოვანი ფინანსური ზიანი მოგაყენოთ.

SOLO-ს ავტომობილის დაზღვევა არის ფინანსური ინსტრუმენტი, რომელიც გიცავთ მოულოდნელი ხარჯებისგან და გაძლევთ შესაძლებლობას, თავდაჯერებულად და მშვიდად მართოთ თქვენი ავტომობილი

შეარჩიეთ თქვენს საჭიროებებზე მორგებული დაზღვევა

ავტოდაზღვევა შეიძლება იყოს ორი ძირითადი ტიპის. პირადი SOLO ბანკირი დაგეხმარებათ შეარჩიოთ თქვენთვის შესაფერისი სადაზღვევო პოლისი:

  1. ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევა − ეს არის დაზღვევის ტიპი, რომელიც ფარავს თქვენ მიერ სხვა მძღოლის ან მესამე პირის ჯანმრთელობისა და ქონებისთვის მიყენებულ ზიანს. ის გიცავთ ფინანსური პასუხისმგებლობისგან, რომელიც შეიძლება ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაგეკისროთ
  2. ავტომობილის სრული დაზღვევა (კასკო) − პასუხისმგებლობის დაზღვევისგან განსხვავებით, კასკო იცავს უშუალოდ თქვენს ავტომობილს. ზარალის ანაზღაურება ხდება ისეთი შემთხვევებისას, როგორებიცაა:
  • ავტოსაგზაო შემთხვევა (თქვენი ბრალეულობის მიუხედავად)
  • ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობა
  • სტიქიური უბედურებები (სეტყვა, მიწისძვრა, წყალდიდობა)
  • ხანძარი, აფეთქება და ვანდალიზმი

რატომ SOLO-ს ავტოდაზღვევა?

  • პერსონალური კონსულტაცია − თქვენი პირადი SOLO ბანკირი დაგეხმარებათ შეარჩიოთ სანდო სადაზღვევო პარტნიორი და თქვენს საჭიროებებზე მორგებული მანქანის დაზღვევის პირობები
  • გამარტივებული პროცესი − ჩვენ ვზრუნავთ, რომ სადაზღვევო პოლისის შეძენა და ზარალის ანაზღაურება თქვენთვის მაქსიმალურად მარტივი და კომფორტული იყოს
  • ციფრული ხელმისაწვდომობა − თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია და მართოთ პროცესები დისტანციურად

ინტეგრირებული მიდგომა

თუ თქვენ გეგმავთ ავტომობილის შეძენას SOLO-ს ავტოსესხით, დაზღვევის საკითხის მოგვარება პროცესის განუყოფელი და მარტივი ნაწილი ხდება. ავტოდაზღვევა წარმოადგენს SOLO-ს სადაზღვევო პროდუქტების ფართო პორტფელის ნაწილს და ყველა ეს მომსახურება ერთიანდება თქვენი SOLO პაკეტის ფარგლებში, რაც დამატებით კომფორტს გიქმნით

დაუკავშირდით SOLO ბანკირს, შეარჩიეთ თქვენზე მორგებული დაზღვევის პირობები და იმოძრავეთ მშვიდად

მაჩვენე მეტი მაჩვენე ნაკლები
ჩაერთეთ კვლევაში
გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრებები
და ერთად გავაუმჯობესოთ SOLO-ს ვებგვერდი
ჩაერთეთ კვლევაში