SOLO ფიზიკური პირი ბიზნესი Wealth შეთავაზებები sCool | Student ბანკის შესახებ
მისამართები
ვალუტის კურსი
Eng
მთავარი
SOLO პაკეტები
ბანკინგი
ბანკინგი
ბარათები
ანაბრები
სესხები
გზავნილები
ელექტრონული ბანკი
ელექტრონული ბანკი
მობილბანკი
ინტერნეტბანკი
იმეილბანკი
Apple Pay
დიჯიპასი
ავტომატური დავალებები
SMS ბანკი
ყველა სერვისი
Lifestyle
Lifestyle
მოგზაურობისთვის
ღონისძიებები
შეთავაზებები
SOLO ბუტიკი
პირადი კონსიერჟი
Voyager
დეველოპერები
დაზღვევა
დაზღვევა
სამოგზაურო დაზღვევა
ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევა
ჯანმრთელობის დაზღვევა
შინაური ცხოველის დაზღვევა
მშვიდი დაზღვევა
სიცოცხლის დაზღვევა
უძრავი ქონების დაზღვევა
ინვესტიციები
სიახლეები
ბლოგი
მთავარი
SOLO პაკეტები
ბანკინგი
ელექტრონული ბანკი
Lifestyle
დეველოპერები
დაზღვევა
ინვესტიციები
სიახლეები
ბლოგი
გახდით SOLO
ხშირად დასმული კითხვები
SOLO X MC World Elite ინვესტიციები
SOLO X
რა არის SOLO X?
SOLO X აერთიანებს მომხმარებლის ყოველდღიურობაზე მორგებულ მრავალფეროვან მომსახურებას ბანკინგისა და პრივილეგიების სამყაროში
ვინ შეიძლება გახდეს SOLO X?
SOLO X გახდება მომხმარებელი, თუ მას აქვს 
  • თვიური შემოსავალი 3 000 ლარი და მეტი
  • ან ვადიანი ანაბარი მინ. 30 000-ლარიანი მოცულობით
  • ან სესხი მინ. 100 000-ლარიანი ნაშთით
 
რა არის SOLO X-ის მომსახურების საფასური?
SOLO X-ის საფასური თვეში 18, წელიწადში კი 180 ლარია 
რომელი საბანკო პროდუქტებით და სერვისებით სარგებლობს SOLO X მომხმარებელი?
SOLO X პაკეტში შემავალი საბანკო პროდუქტები და სერვისები შეგიძლიათ იხილოთ აქ 
რომელი არასაბანკო შეთავაზებებით სარგებლობს SOLO X მომხმარებელი?
SOLO X მომხმარებელი სარგებლობს SOLO შეთავაზებებითა და ფასდაკლებებით, SOLO ბუტიკით, ესწრება SOLO-ს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებს, მასტერკლასებს და ა.შ. დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ 
როგორ შეუძლია მომხმარებელს გაიაქტიუროს SOLO X პაკეტი?
  • ინტერნეტბანკის ან მობილბანკის საშუალებით 
  • www.solo.ge-დან
  • საქართველოს ბანკის ფილიალში 
  • SOLO ლაუნჯში
  • კონტაქტცენტში დარეკვით ნომერზე: (0 32) 2 444 4444 ან (0 32) 2 444 441 
 
რა ვადით შეუძლია მომხმარებელს გახდეს SOLO X?
SOLO X პაკეტი უვადოა, სანამ მომხმარებელი არ მოითხოვს გაუქმებას 
სად შეუძლია კონსულტაციის ან / და მომსახურების მიღება SOLO X მომხმარებელს?
  • ინტერნეტბანკის ან მობილბანკის საშუალებით 
  • სპეციალურად SOLO X-ისთვის გამოყოფილ სატელეფონო ცენტრის ნომერზე − (0 32) 2 444 441  
  • საქართველოს ბანკის ნებისმიერ ფილიალში 
  • SOLO ლაუნჯებში (მხოლოდ საბანკო ოპერაციებზე)
  • სპეციალურად SOLO X-სთვის გამოყოფილ დისტანციური მომსახურების გუნდთან 
 
როგორ შეუძლია SOLO X მომხმარებელს მოითხოვოს სესხი ან ანაბრის გახსნა?
  • უნდა შეავსოს მოთხოვნა ინტერნეტბანკიდან ან მობილბანკიდან 
  • დაუკავშირდეს სატელეფონო ცენტრს ნომერზე − (0 32) 2 444 441, შემდეგ კი აირჩიოს 2 
 
ჩართულია თუ არა SOLO X მომხმარებელი ლოიალურობის პროგრამა PLUS-ში?
  • ჩართულია და აქვს შემდეგი უპირატესობები: 
  • აგროვებს სტანდარტულზე მეტ PLUS ქულას − ყოველ გადახდილ 1 ლარზე 2.25 PLUS-ს
  • სარგებლობს 50%-იანი ფასდაკლებით American Express Gold საკრედიტო ბარათზე
  • გააქტიურებული აქვს მესამე პირის წინაშე პასუხისმგებლობის დაზღვევა უძრავ ქონებაზე კომპანია ალდაგისგან (ლიმიტი − 10 000 ლარი) 
  • სარგებლობს ფასდაკლებით სხვადასხვა მომსახურებაზე ევექსის კლინიკებში 
 
რომელი ბარათებით სარგებლობს SOLO X-ის მომხმარებელი?
SOLO X პაკეტის ფარგლებში მომხმარებელი დამატებითი საფასურის გადახდის გარეშე სარგებლობს 2 მაღალი კლასის ბარათით − SOLO X Visa Platinum-ითა და SOLO X Mastercard World Elite-ით, ასევე სარგებლობს SOLO PLUS ბარათით (American Express)   
რამდენი აქვს SOLO X მომხმარებელს ბანკომატიდან თანხის განაღდების ლიმიტი?
  • SOLO X მომხმარებელს ყველა სადებეტო ბარათიდან 24 საათის განმავლობაში ჯამში 50 000 ლარის განაღდება შეუძლია
  • 30 დღის განმავლობაში კი გაანაღდებს მაქსიმუმ 150 000 ლარს
 
აქვს თუ არა ბანკომატიდან თანხის განაღდების საკომისიო SOLO X-ს?
ლიმიტის ფარგლებში SOLO X მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს გაანაღდოს თანხა საქართველოს ბანკის ბანკომატებიდან საკომისიოს გარეშე
რომელი ბარათიდან შეძლებს მომხმარებელი თანხის განაღდებას საკომისიოს გარეშე?
ლიმიტის ფარგლებში ნებისმიერი სადებეტო ბარათიდან, მათ შორის, SOLO X ბარათებიდან, SOLO PLUS ბარათიდან, სახელფასო ბარათიდან და ა.შ.
როგორ შეუძლია მომხმარებელს SOLO X პაკეტში შემავალი ბარათების დამზადება?
  • მობილბანკის ან ინტერნეტბანკის საშუალებით (ციფრული / ფიზიკური ბარათი) 
  • კონტაქტცენტრის საშუალებით: (0 32) 2 444 441 
  • საქართველოს ბანკის ფილიალებში 
 
რა არის SOLO X ბარათების საფასური?
პაკეტის ფარგლებში ყველა კატეგორიიდან (Visa Platinum, Mastercard World Elite, SOLO PLUS) 1 ციფრული ან ფიზიკური ბარათის დამზადება უფასოა
შეუძლია თუ არა მომხმარებელს დამატებითი ბარათის დამზადება?
შეუძლია შეუზღუდავი რაოდენობით. დამატებითი ბარათი ფასიანია:
  • SOLO X Visa Platinum − წლიური 60 ₾
  • SOLO X Mastercard World Elite − წლიური 60 ₾ 
  • SOLO PLUS ბარათი (სადებეტო American Express) − წლიური 10 ₾
 
რა უპირატესობა აქვს ციფრულ ბარათს?
  • ციფრული ბარათი მზადდება და აქტიურდება მომენტალურად, შეკვეთისთანავე 
  • დამატებით არ საჭიროებს ბარათის მისაღებად ფილიალში ვიზიტს ან კურიერის საშუალებით ადგილზე მიტანას
  • ციფრული ბარათით შესაძლებელია საქართველოს ბანკის ბანკომატებიდან თანხის განაღდება (ასევე, ყველა იმ ბანკის ბანკომატიდან, რომელსაც აქვს უკონტაქტოდ თანხის განაღდების ფუნქცია) 
  • ციფრული ბარათი შესაძლებელია დამზადებისთანავე მიებას Apple Wallet-ს ან Google Pay-ს და მობილურის საშუალებით შესრულდეს თანხის გადახდა ნებისმიერ ტერმინალზე, რომელსაც აქვს უკონტაქტოდ თანხის გადახდის ფუნქცია 
  • ნებისმიერ დროს შესაძლებელია დამზადდეს ციფრული ბარათის ანალოგი ფიზიკური ბარათი უფასოდ, კონტაქტცენტრის საშუალებით ან საქართველოს ბანკის ფილიალებსა და SOLO ლაუნჯში  
 
რა დამატებითი უპირატესობები აქვს SOLO X ბარათების მფლობელებს?
SOLO X ბარათის მფლობელი
  • იღებს წლიურ 2%-იან სარგებელს (ყოველდღიური დაანგარიშებით) 1 000 ლარს ზემოთ განთავსებულ თანხაზე 
  • სარგებლობს Mastercard-ისა და Visa-ს ადგილობრივი / საერთაშორისო ფასდაკლებებითა თუ შეთავაზებებით 
  • ასევე, სამოგზაურო უპირატესობებით სასტუმროებსა და ავტომობილის დაქირავებისას 
  • შესაძლებლობა აქვს, გამოიყენოს Lounge Key-ს პროგრამა და ეწვიოს 1 200-მდე საერთაშორისო აეროპორტის VIP დარბაზებს: SOLO X Mastercard World Elite ბარათით − ულიმიტო რაოდენობით (2023 წლის ბოლომდე), SOLO X Visa Platinum ბარათით − წელიწადში ორჯერ 
 
როგორ შეუძლია SOLO X მომხმარებელს გამოიყენოს Lounge Key-ს ვიზიტები?
SOLO X  მომხმარებელმა აეროპორტის ლაუნჯში ვიზიტისას უნდა წარადგინოს ფიზიკური ბარათი (SOLO X Visa Platinum-ი ან SOLO X Mastercard World Elite-ი) ან Lounge Key-ს აპლიკაციაში გენერირებული QR კოდი, ჩასხდომის ბარათი და პასპორტი. სამივე საბუთზე მომხმარებლის სახელი და გვარი უნდა იყოს იდენტური. დამატებით უნდა განაცხადოს, რომ სურს Lounge Key-ს პროგრამით სარგებლობა 
როგორ უნდა მიიღოს SOLO X მომხმარებელმა QR კოდი Lounge Key-ს ლაუნჯებით სარგებლობისთვის?
მომხმარებელმა ბარათი უნდა დაარეგისტრიროს Lounge Key-ს ვებგვერდზე:
  • SOLO X Mastercard World Elite ბარათის რეგისტრაცია შესაძლებელია ვებგვერდზე
  • SOLO X Visa Platinum ბარათის რეგისტრაცია შესაძლებელია ვებგვერდზე
ბარათის რეგისტრაციის შემდეგ ავტომატურად გენერირდება QR კოდი
რამდენჯერ აქვს SOLO X მომხმარებელს Lounge key-ს უფასო ვიზიტით სარგებლობის შესაძლებლობა?
  • SOLO X Mastercard World Elite ბარათის მფლობელისთვის ულიმიტო ვიზიტები უფასოა 2023 წლის ბოლომდე
  • SOLO X Visa Platinum ბარათისთვის კი უფასო ვიზიტების ათვლა ხდება კალენდარული წლის განმავლობაში, 1-ლი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით  
 
ვის შეუძლია ისარგებლოს უფასო ვიზიტებით?
უფასო ვიზიტებით შეუძლია ისარგებლოს მხოლოდ ბარათის მფლობელს. მაგალითად, თუ აეროპორტის ლაუნჯს ესტუმრა SOLO X მომხმარებელი და ერთი თანმხლები პირი, მიუხედავად იმისა, რომ ამ მომხმარებელს აქვს 2 უფასო ვიზიტი, უფასოდ შესვლას გამოიყენებს მხოლოდ ბარათის მფლობელი. თანმხლებ პირზე უნდა გავრცელდეს სტანდარტული საფასურის გადახდა 
შესაძლებელია თუ არა Lounge Key-ს გამოყენებით თანმხლები პირების შეყვანა?
დიახ, თანმხლები პირების რაოდენობა და ასაკი განისაზღვრება ინდივიდუალურად, კონკრეტული ლაუნჯის მიერ დადგენილი პირობით. სასურველია, მომხმარებელმა წინასწარ გადაამოწმოს პირობები Lounge Key-ს ვებგვერდზე ან აპლიკაციაში. თანმხლები პირების ვიზიტი ფასიანია 
რამდენი ხნით შეუძლია მომხმარებელს ისარგებლოს აეროპორტის ლაუნჯის მომსახურებით?
ყველა აეროპორტის ლაუნჯს აქვს ინდივიდუალური მომსახურების პირობები, თუმცა უმეტეს შემთხვევებში 3-4 საათს არ აღემატება
რა შემთხვევაში შეიძლება ჩამოეჭრას მომხმარებელს აეროპორტის ლაუნჯში ვიზიტის შემდეგ საკომისიო?
იმ შემთხვევაში, თუ ამოწურულია უფასო ვიზიტების რაოდენობა ან ლაუნჯში ვიზიტისას ბარათის მფლობელს ახლავს თანმხლები პირი 
რომელი გლობალური შეთავაზებებით სარგებლობს SOLO X Mastercard World Elite ბარათის მფლობელი?
  • 10%-იანი ფასდაკლებით სასტუმროებზე Booking.com-ისგან 
  • 10%-იანი ფასდაკლებით ავტომანქანის ქირაობაზე კომპანია Hertz-ისგან − Welcome World Elite Mastercard Cardholders (hertz.com)
  • სპეციალური შეთავაზებებით ავტომანქანის ქირაობაზე კომპანია Avis-ისგან − Mastercard (avisworld.com)
  • ექსკლუზიური ფასდაკლებითა და შეთავაზებებით 1 300-მდე Lifestyle ბრენდისა და მაღაზიისგან. შეთავაზებების სანახავად მომხმარებელი უნდა შევიდეს ვებგვერდზე და შეიყვანოს კოდი COSMCARD813 − Mastercard Offer | The Bicester Collection 
 
რომელი გლობალური შეთავაზებებით სარგებლობს SOLO X Visa Platinum ბარათის მფლობელი?
  • 12%-მდე ფასდაკლებით სასტუმროს დაჯავშნისას Booking-ის შვილობილი კომპანია Agoda-სგან – visacemea
  • სასტუმროების ლოიალურობის პროგრამით მსოფლიოს მასშტაბით − www.visaluxuryhotels.com
  • ავტომანქანის ქირაობით კომპანია Avis-ისგან − Visa (avisworld.com)
  • აეროპორტის Fast Track სერვისით თურქეთისა და ევროპის აეროპორტებში უფასოდ ან სპეციალურ ფასად − www.visa.com 
 
როგორ შეუძლია მომხმარებელს შეიძინოს SOLO ბუტიკში არსებული ნივთები?
  • ონლაინ SHOPSHOP-ზე
  • SOLO ლაუნჯებში 
 
სად შეუძლია მომხმარებელს ნახოს SOLO X-ის მიმდინარე ფასდაკლებები და შეთავაზებები?
ფასდაკლებებისა და შეთავაზებების ნახვა შესაძლებელია ვებგვერდზე 
სად შეუძლია მომხმარებელს ნახოს SOLO X-ის მიმდინარე ღონისძიებები და მასტერკლასები?
ღონისძიებებისა და მასტერკლასების ნახვა შესაძლებელია ბმულზე
სად შეუძლია მომხმარებელს ნახოს SOLO X-ის მიმდინარე შეთავაზებები დეველოპერებთან?
უძრავი ქონების დეველოპერების შეთავაზებების ნახვა შესაძლებელია ვებგვერდზე
ჩაერთეთ კვლევაში
გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრებები
და ერთად გავაუმჯობესოთ SOLO-ს ვებგვერდი
ჩაერთეთ კვლევაში