SOLO ფიზიკური პირი ბიზნესი Wealth შეთავაზებები sCool | Student ბანკის შესახებ
მისამართები
ვალუტის კურსი
Eng
მთავარი
SOLO პაკეტები
ბანკინგი
ბანკინგი
ბარათები
ანაბრები
სესხები
გზავნილები
ელექტრონული ბანკი
ელექტრონული ბანკი
მობილბანკი
ინტერნეტბანკი
იმეილბანკი
Apple Pay
დიჯიპასი
ავტომატური დავალებები
SMS ბანკი
ყველა სერვისი
Lifestyle
Lifestyle
მოგზაურობისთვის
ღონისძიებები
შეთავაზებები
SOLO ბუტიკი
პირადი კონსიერჟი
Voyager
დეველოპერები
დაზღვევა
დაზღვევა
სამოგზაურო დაზღვევა
ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევა
ჯანმრთელობის დაზღვევა
შინაური ცხოველის დაზღვევა
მშვიდი დაზღვევა
სიცოცხლის დაზღვევა
უძრავი ქონების დაზღვევა
ინვესტიციები
სიახლეები
ბლოგი
მთავარი
SOLO პაკეტები
ბანკინგი
ელექტრონული ბანკი
Lifestyle
დეველოპერები
დაზღვევა
ინვესტიციები
სიახლეები
ბლოგი
გახდით SOLO
ინვესტირება ყველასთვის ხელმისაწვდომია პირველად საქართველოში, საქართველოს ბანკის მობილბანკით თქვენ უკვე შეგიძლიათ ძალიან მარტივად, მინიმალური თანხით დაიწყოთ ინვესტირება და შეიძინოთ საერთაშორისო კომპანიების აქციები თუ სხვა ფასიანი ქაღალდები.
რა არის ინვესტიციები? საქართველოს ბანკის მობილბანკით უკვე შესაძლებელია საერთაშორისო აქციებით ვაჭრობა. ჩვენი ახალი საინვესტიციო პლატფორმის საშუალებით, წვდომა გაქვთ მსოფლიოში ყველაზე ლიკვიდურ, ამერიკულ საფონდო ბირჟებზე და ღილაკზე თითის ერთი დაჭერით შეგიძლიათ შეიძინოთ ისეთი კომპანიების აქციები, როგორებიცაა: ფეისბუქი, ტესლა, ეფლი, კოკა-კოლა და ა.შ.
როგორ გახდეთ ინვესტორი? ამ მოდულის მეშვეობით შეგიძლიათ აკონტროლოთ შეძენილი აქციების პორტფელი მობილბანკიდანვე. საინვესტიციო ანგარიშზე თანხის შეტანა და გამოტანა შეგიძლიათ ყველანაირი საკომისიოს გარეშე.
ამისთვის საჭიროა, შეხვიდეთ მობილბანკის პროდუქტების გვერდზე და გადახვიდეთ საინვესტიციო მოდულზე
მარტივად,ონლაინ გახსნათ საინვესტიციო ანგარიში
შეარჩიოთ საინტერესო კომპანიები და დაიწყოთ ინვესტირება $1-დან

საინვესტიციო პროდუქტების დიდი არჩევანი

საინვესტიციო პროდუქტების დიდი არჩევანი

წვდომა გაქვთ ათასობით კომპანიის აქციაზე, რომელიც ივაჭრება ამერიკულ ბირჟებზე (NASDAQ, NYSE)

წვდომა გაქვთ ათასობით კომპანიის აქციაზე, რომელიც ივაჭრება ამერიკულ ბირჟებზე (NASDAQ, NYSE)

წილადობრივი ინვესტირება

წილადობრივი ინვესტირება

პირველად საქართველოში თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ საერთაშორისო კომპანიების აქციების მხოლოდ ნაწილი და დაიწყოთ ინვესტირება $1-ითაც კი

პირველად საქართველოში თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ საერთაშორისო კომპანიების აქციების მხოლოდ ნაწილი და დაიწყოთ ინვესტირება $1-ითაც კი

დაბალი ტარიფები

დაბალი ტარიფები

ყიდვის/გაყიდვის საკომისიო შეადგენს ტრანზაქციის 0.3%-ს. მინ. $0.5; მაქს. $40. ყოველთვიურ საკომისიოს SOLO მომხმარებლები არ გადაიხდიან.

ყიდვის/გაყიდვის საკომისიო შეადგენს ტრანზაქციის 0.3%-ს. მინ. $0.5; მაქს. $40. ყოველთვიურ საკომისიოს SOLO მომხმარებლები არ გადაიხდიან.

უსაფრთხოება

უსაფრთხოება

თქვენი ანგარიში დაზღვეულია $500,000-მდე აშშ-ს ფასიანი ქაღალდების დაზღვევის კორპორაციის (SIPC) -ის მიერ

თქვენი ანგარიში დაზღვეულია $500,000-მდე აშშ-ს ფასიანი ქაღალდების დაზღვევის კორპორაციის (SIPC) -ის მიერ

ხელსაყრელი საგადასახადო პირობები

ხელსაყრელი საგადასახადო პირობები

შეძენილ ფასიან ქაღალდებზე მიღებული კაპიტალური მოგება საქართველოს მოქალაქეებისთვის არ იბეგრება

შეძენილ ფასიან ქაღალდებზე მიღებული კაპიტალური მოგება საქართველოს მოქალაქეებისთვის არ იბეგრება

ნულოვანი საკომისიო

ნულოვანი საკომისიო

1000$მდე პორტფელის შემთხვევაში საკომისიოს გარეშე შეძლებთ ვაჭრობას

1000$მდე პორტფელის შემთხვევაში საკომისიოს გარეშე შეძლებთ ვაჭრობას
Photo

ხშირად დასმული კითხვები?

რა არის საქართველოს ბანკის ახალი საინვესტიციო პლატფორმა?

პირველად საქართველოში, საქართველოს ბანკის მობაილბანკით შენ უკვე შეგიძლია მინიმალური თანხით დაიწყო თანხის ინვესტირება და შეიძინო საერთაშორისო კომპანიების აქციები თუ სხვა ფასიანი ქაღალდები ძალიან მარტივად. საქართველოს ბანკის ახალი პლატფორმით შეგიძლიათ ივაჭროთ ამერიკის ბირჟებზე (NASDAQ, NYSE) 4,500-მდე ფასიანი ქაღალდით, მათ შორის აქციებით, ETF-ებით, ADR-ებით და REIT-ები. ჩვენს პლატფორმაზე ხელმისაწვდომია მხოლოდ ის ფასიანი ქაღალდები, რომლებიც აკმაყოფილებენ შემდეგ კრიტერიუმებს: 
  • უნდა იყოს განთავსებული ამერიკულ საფონდო ბირჟებზე; 
  • საბაზრო კაპიტალიზაცია უნდა აღემატებოდეს 300 მილიონ დოლარს; 
  • საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობა მინიმუმ $1.0 მილიონი და 100,000 ცალი. 
ინვესტიციების პლატფორმაზე ჯერჯერობით არ არის ხელმისაწვდომი მცირე ღირებულების (Penny stocks) აქციები, ოფციონები, ობლიგაციები ან საპაიო საინვესტიციო ფონდები.

როგორ გავხსნა ანგარიში?

„ინვესტიციებში“ ანგარიშის გასახსნელად სულ 5 წუთი დაგჭირდებათ.  ჩამოტვირთეთ „საქართველოს ბანკის“ მობილური აპლიკაცია, რომელიც ხელმისაწვდომია  „App Store“ ან „Google Play“-ზე. ასევე:
  • უნდა იყოთ 18 წელზე მეტი ასაკის
  • უნდა იყოთ საქართველოს მოქალაქე
  • უნდა იყოთ „საქართველოს ბანკის“ აქტიური კლიენტი
  • დაგჭირდებათ საიდენტიფიკაციო დოკუმენტი, როგორიცაა პასპორტი, პირადობის მოწმობა ან ბინადრობის ნებართვა
„საქართველოს ბანკის“ მობილურ აპლიკაციაში გადადით პროდუქტებში ინვესტიციების მოდულზე. ანგარიშის გახსნის პროცესში ინფორმაციის გარკვეულ ნაწილს ავტომატურად წამოვიღებთ „საქართველოს ბანკიდან“, ხოლო დანარჩენი ნაწილი თავად უნდა შეავსოთ ანგარიშის გასახსნელად.
 
გარკვეულ შემთხვევებში შესაძლებელია საჭირო გახდეს დამატებითი დოკუმენტების მოწოდება, როგორიცაა FATCA-ს ფორმა (W-8 & W-9), თანხის წარმომავლობის წყარო, ქონების წარმომავლობის წყარო ან ნებისმიერი სხვა დამხმარე დოკუმენტი. ასეთ შემთხვევაში, ანგარიშის გახსნის პროცესის დასასრულებლად ჩვენი წარმომადგენელი დაგიკავშირდებათ ელ-ფოსტაზე.
 

როდის მივიღებ პასუხს განაცხადზე?

ანგარიშის გახსნის პროცესი ავტომატურია. აქედან გამომდინარე, სტატუსის შესახებ შეტყობინებას მიიღებთ ანგარიშის გახსნის ყველა ნაბიჯის დასრულების შემდეგ, სტანდარტულად 15 წუთის ვადაში. თუ რაიმე მიზეზით ანგარიშის გახსნა გადავა მექანიკურ პროცესზე, ასეთ შემთხვევაში შეტყობინებას მიიღებთ მობილურ აპლიკაციაში და ჩვენი წარმომადგენელი დაგიკავშირდებათ ელ-ფოსტაზე დამატებითი დეტალებისთვის.

რომელ ვალუტაშია შესაძლებელი თანხის ჩარიცხვა?

თანხის ჩარიცხვა შეიძლება მხოლოდ აშშ დოლარში.

როგორ უნდა ჩავრიცხო თანხა?

მობილბანკის აპლიკაციაში მოძებნეთ ჩემი ბალანსის ჩანართი. თანხის ჩარიცხვის ინსტრუქცია: 
  • დააჭირეთ ღილაკს ‘საინვესტიციო თანხა’ 
  • დააჭირეთ ღილაკს თანხის შეტანა
  • შეიყვანეთ თანხა
  • აირჩიეთ ანგარიში, რომლიდანაც გსურთ გადარიცხვა (მხოლოდ დოლარის ანგარიში)
  • გადაამოწმეთ ჩარიცხვის დეტალები
  • დაადასტურეთ თანხის ჩარიცხვა.
თანხის გადარიცხვა შესაძლებელია მხოლოდ მობილბანკში, ჩვენ ვერ მივიღებთ დეპოზიტებს ნაღდი ფულით ან გადარიცხვებს რაიმე სხვა გზით. 
თქვენი ჩარიცხვების ისტორიის და მოლოდინის რეჟიმში მყოფი ტრანზაქციების ნახვა  შეგიძლიათ ჩანართ „ოპერაციებში“.
 

როდის აისახება ჩემი ჩარიცხული თანხა საინვესტიციო ანგარიშზე?

თანხის ჩარიცხვის დღესვე თანხა აისახება „ინვესტიციების“ ანგარიშზე. 

რა არის ჩემი ‘საინვესტიციო თანხა’

‘საინვესტიციო თანხა’  არის ის თანხა, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ აქციების შესაძენად. თქვენ შეგიძლიათ იხილოთ თქვენი ‘საინვესტიციო თანხა’ მობილური აპლიკაციის ქვედა ნაწილში "ჩემი ბალანსი“ ჩანართში. თქვენი ჩარიცხული თანხა  ჩარიცხვის დღესვე აისახება თქვენს საინვესტიციო თანხაზე და თქვენ შეძლებთ ინვესტირების დაწყებას.

როგორ უნდა გავიტანო თანხა?

მობილბანკის აპლიკაციაში მოძებნეთ ჩემი ბალანსის ჩანართი. თანხის გატანის ინსტრუქცია: 
  • დააჭირეთ ღილაკს ‘საინვესტიციო თანხა’ 
  • დააჭირეთ ღილაკს თანხის გატანა
  • შეიყვანეთ თანხა
  • აირჩიეთ ანგარიში, რომელზეც გსურთ გადარიცხვა 
  • გადაამოწმეთ გადარიცხვის დეტალები
  • დაადასტურეთ თანხის გადარიცხვა.
თანხის გატანისათვის 2-3 სამუშაო დღეა საჭირო. 
 

რა არის ჩემი ‘ხელმისაწვდომი თანხა’?

ჩემ ბალანსში „ხელმისაწვდომი თანხა“ გიჩვენებთ იმ მაქსიმალურ თანხას, რომლის გატანაც შეგიძლიათ (თანხის გატანას შეიძლება დასჭირდეს 2-3 სამუშაო დღე). გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენს საინვესტიციო ანგარიშზე ჩარიცხული თანხა არ აისახება თქვენს ‘ხელმისაწვდომი თანხა’-ში 2-3 სამუშაო დღის განმავლობაში. 

რა ოდენობით თანხის გატანა არის შესაძლებელი?

ჩემ ბალანსში „ხელმისაწვდომი თანხა“ გიჩვენებთ იმ მაქსიმალურ თანხას, რომლის გადარიცხვაც შეგიძლიათ. 

რა არის წილადობრივი აქციები?

სხვადასხვა კომპანიის მიერ გამოშვებული აქციების ფასები განსხვავებულია და ზოგ შემთხვევაში 1 აქციის ფასმა, შეიძლება $1,000-საც გადააჭარბოს. პირველად საქართველოში, საქართველოს ბანკის ახალი საინვესტიციო პლატფორმის საშუალებით შენ შეგიძლია იყიდო წილადობრივი აქციები, რაც გულისხმობს იმას რომ შეგეძლება კომპანიის აქციის მხოლოდ ნაწილი შეიძინო. შესაბამისად არ გაქვს შეზღუდვა ინვესტირების მოცულობაზე და ინვესტირება შეგიძლია დაიწყო 1 აშშ დოლარითაც.  

როგორ ვიყიდო კომპანიის აქციები?

აქციების შესაძენად “ინვესტიციების” დახმარებით დაგჭირდებათ აქტიური ანგარიში და თანხა ბალანსზე.
  1. მობილური აპლიკაციის ძიების ველში ჩაწერეთ იმ აქციის სახელი, რომლის  ყიდვაც გსურთ. აქ იპოვით აქციის ისტორიულ და სტატისტიკურ მონაცემებს, კომპანიის ფინანსურ შედეგებს, კომპანიის აღწერასა და სხვა ინფორმაციას, რომელიც დაგეხმარებათ აქციის ყიდვისა და გაყიდვის დროს.
  2. გვერდის ბოლოში დააჭირეთ ღილაკს „ყიდვა“;
  3. შეიყვანეთ იმ აქციების რაოდენობა ან თანხა, რომლის ინვესტირებაც გსურთ; 
  4. მაშინვე დაინახავთ იმ ინვესტიციის მთლიან თანხას, რომლის განხორციელებაც გსურთ. გადახედეთ თქვენს ყიდვის დავალებას და გადაამოწმეთ ყველა დეტალის სისწორე;
  5. თუ ყიდვის გარიგება დადებულია აშშ-ს საფონდო ბირჟების სამუშაო საათებში, ტრანზაქცია შესრულდება ავტომატურად და განხორციელებული გარიგება აისახება თქვენს აქტივებში. თუ გარიგებას დადებთ არასამუშაო საათებში, თქვენ მიერ დადებული გარიგება შესრულდება მხოლოდ აშშ-ში საფონდო ბირჟების გახსნის შემდგომ, იმ მომენტში არსებულ ფასად. 
გაითვალისწინეთ, რომ ყიდვის ოპერაციის დროს საჭიროა თქვენი მსიდველობითი უნარი 1$-ით (ტრანზაქციის საკომისიო) აღემატებოდეს გარიგების თანხას. 
 
გთხოვთ, გაითვალისწინოთ რომ კომპანიის მხრიდან განხორციელებული კორპორატიული ქმედების დროს (დივიდენდის გაცემა, აქციების გაყოფა, შერწყმა, სიმბოლოს ცვლილება და სხვა) ამ კომპანიის აქციებზე დადებული და შეუსრულებელი გარიგებები გაუქმდება. 
 

რომელ საათებში შემიძლია ვაჭრობა?

“ინვესტიციების”-ის დახმარებით თქვენ საშუალება გეძლევათ ივაჭროთ აშშ-ს საფონდო ბირჟებზე.  საქართველოს დროით აშშ-ს საფონდო ბირჟების სამუშაო საათებია: ზაფხულის დრო 17:30 - 24:00 / ზამთრის დრო 18:30-01:00
შესაძლებელია აქციების ყიდვა/გაყიდვის დავალების არასაბირჟო საათებში გაკეთება, თუმცა ასეთ შემთხვევაში თქვნი დავალებები შესრულდება მხოლოდ ბირჟის გახსნის შემდეგ.
 

რამდენად უსაფრთხოა ჩემი ინვესტიცია?

თქვენი ინვესტიციების უსაფრთხოება ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ჩვენს ახალ პლატფორმაზე  თქვენი საინვესტიციო ანგარიში დაზღვეულია $500,000-მდე აშშ-ს ფასიანი ქაღალდების დაზღვევის კორპორაციის (SIPC) მიერ, რაც გულისხმობს იმას, რომ ჩვენი პარტნიორი კომპანიის გაკოტრების შემთხვევაში თქვენი ინვესტიციის მოცულობა $500,000-მდე დაზღვეულია. 

შეზღუდვები ვაჭრობაზე

აშშ-ს რეგულაციების მიხედვით (რეგულაცია “T” და წესი 4210) შეზღუდულია დღიური ვაჭრობა (pattern day trader). 
 
დღიურ მოვაჭრედ ითვლება პირი, რომელიც შეასრულებს 4 დღიური ვაჭრობის ოპერაციას ( ერთსა და იმავე ფასიან ქაღალდზე დღის განმავლობაში განხორციელებული ყიდვა/გაყიდვის ოპერაცია) 5 სამუშაო დღის განმავლობაში. 
 
თუ მოხდება კლიენტის იდენტიფიცირება დღიურ მოვაჭრედ კლიენტი ვერ შეძლებს მე-4 დღიური ვაჭრობის ტრანზაქციის განხორციელებას. 
 

ტარიფები

საქართველოს ბანკის საინვესტიციო პლატფორმაზე მხოლოდ 2 საკომისიოა: 
  1. ყიდვის/გაყიდვის საკომისიო შეადგენს ტრანზაქციის 0.3%-ს. მინ. $0.5; მაქს. $10. მაგ: Tesla-ს $200 ღირებულების აქციის შეძენის შემთხვევაში საკომისიო $0.6 იქნება $5 ან ნაკლები ღირებულების მქონე აქციის (ე.წ Penny Stock-ებით) ყიდვა/გაყიდვის საკომისიო შეადგენს $0.02-ს თითო აქციაზე (მინ. $0.5; მაქს ტრანზაქციის 1.5%)
  2. ყოველთვიური მომსახურების საკომისიო - ყოველთვიური მომსახურების საკომისიო შეადგენს არსებული პორტფელის 0.01%-ს (მინ. $0.5) SOLO და WM სტატუსის მქონე პირებისთვის, სტატუსით სარგებლობის პერიოდში, ანგარიშის მართვის ყოველთვიური საკომისიო სრულად დაფინანსდება ბანკის მიერ და იქნება უფასო.

როგორ დაგიკავშირდეთ?

ინვესტიციების მხარდაჭერის გუნდთან დასაკავშირებლად შეგიძლიათ დარეკოთ ან ელექტრონული შეტყობინება გაუგზავნოთ საქართველოს ბანკის მხარდაჭერის გუნდს, ნომერზე: +995 32 244444 ან ელ. ფოსტაზე: customerservice@bog.ge

SOLO Trader − თქვენი წვდომა გლობალურ საინვესტიციო შესაძლებლობებზე

ფინანსური მიზნების მისაღწევად კაპიტალის უბრალოდ შენახვა ხშირად საკმარისი არ არის. მისი ზრდის უზრუნველყოფა თანამედროვე ფინანსური სამყაროს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა.

სწორედ ამიტომ ტრადიციული ანაბრების გარდა, SOLO გთავაზობთ SOLO Trader-ს − ინსტრუმენტს, რომელიც თქვენს დანაზოგს სძენს ზრდის პოტენციალს  

რა არის SOLO Trader?

SOLO Trader ციფრული საინვესტიციო პლატფორმაა, რომელიც გაძლევთ შესაძლებლობას, განახორციელოთ ინვესტიცია და ივაჭროთ გლობალური ფასიანი ქაღალდებით მსოფლიოს წამყვან საფონდო ბირჟებზე

თქვენ აღარ გჭირდებათ რთული საბროკერო პროცედურების გავლა, რადგან უკვე თქვენი კომპიუტერიდან ან სმარტფონიდან შეგიძლიათ:

  • შეიძინოთ წამყვანი კომპანიების აქციები − განახორციელეთ აქციების ყიდვა ისეთ ტექნოლოგიურ გიგანტებში, როგორებიცაა − Apple, Microsoft, Google, Tesla და ათასობით სხვა. გახდით იმ კომპანიების თანამფლობელი, რომელთა პროდუქტებსაც ყოველდღიურად იყენებთ
  • ივაჭროთ ETF-ებით − ETF-ებით ვაჭრობა (Exchange Traded Funds − ბირჟაზე მოვაჭრე ფონდები) გაძლევთ შესაძლებლობას, ერთი ტრანზაქციით შეიძინოთ დივერსიფიცირებული აქტივების კალათა, მაგალითად, S&P 500 ინდექსის ფონდი, რომელიც 500 უმსხვილესი ამერიკული კომპანიის აქციებს აერთიანებს

რატომ SOLO Trader?

SOLO Trader-ის მთავარი მიზანია, აქციებით ვაჭრობა და ინვესტირება თქვენთვის მარტივი და ხელმისაწვდომი გახადოს

პლატფორმის ძირითადი უპირატესობებია:

  • წვდომა გლობალურ ბაზრებზე − თქვენ არ ხართ შეზღუდული ლოკალური ბაზრით. SOLO Trader გაძლევთ წვდომას აშშ-სა და ევროპის უმსხვილეს საფონდო ბირჟებზე
  • პორტფელის დივერსიფიკაცია − თქვენი საინვესტიციო პორტფელის გადანაწილება სხვადასხვა კომპანიის აქციაზე, ინდუსტრიასა და გეოგრაფიულ არეალზე ამცირებს რისკებს და აძლიერებს სტაბილური კაპიტალის ზრდის პოტენციალს
  • გამარტივებული და კომფორტული პროცესი − ვაჭრობა, პორტფელის მონიტორინგი და ანალიზი ერთ, მარტივად აღსაქმელ ციფრულ სივრცეშია შესაძლებელი
  • ინფორმირებული გადაწყვეტილებები − პლატფორმა გაწვდით რეალურ დროში განახლებად ინფორმაციას ფასების, გრაფიკებისა და ფინანსური მაჩვენებლების შესახებ, რაც ინფორმირებული საინვესტიციო გადაწყვეტილებების მიღებაში გეხმარებათ

თქვენი SOLO ბანკირი − თქვენი გზამკვლევი

ინვესტირების სამყაროში პირველი ნაბიჯების გადადგმა შეიძლება რთულად მოგეჩვენოთ. სწორედ ამ პროცესში თქვენს პირად SOLO ბანკირს შეგიძლიათ მიმართოთ. ის დაგეხმარებათ პლატფორმაზე რეგისტრაციაში, გაგაცნობთ მის ფუნქციონალს და უპასუხებს თქვენს ყველა შეკითხვას. ეს სერვისი თქვენი SOLO პაკეტის ნაწილია და მიზნად ისახავს, მეტი კომფორტი მოგანიჭოთ

დაიწყეთ თქვენი საინვესტიციო პორტფელის მშენებლობა დღესვე. დაუკავშირდით თქვენს SOLO ბანკირს, რათა გაიგოთ მეტი SOLO Trader-ის შესახებ და მიიღოთ წვდომა გლობალურ ფინანსურ ბაზრებზე

მაჩვენე მეტი მაჩვენე ნაკლები
ჩაერთეთ კვლევაში
გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრებები
და ერთად გავაუმჯობესოთ SOLO-ს ვებგვერდი
ჩაერთეთ კვლევაში