SOLO ფიზიკური პირი ბიზნესი Wealth შეთავაზებები sCool | Student ბანკის შესახებ
მისამართები
ვალუტის კურსი
Eng
მთავარი
SOLO პაკეტები
ბანკინგი
ბანკინგი
ბარათები
ანაბრები
სესხები
გზავნილები
ელექტრონული ბანკი
ელექტრონული ბანკი
მობილბანკი
ინტერნეტბანკი
იმეილბანკი
Apple Pay
დიჯიპასი
ავტომატური დავალებები
SMS ბანკი
ყველა სერვისი
Lifestyle
Lifestyle
მოგზაურობისთვის
ღონისძიებები
შეთავაზებები
SOLO ბუტიკი
პირადი კონსიერჟი
Voyager
დეველოპერები
დაზღვევა
დაზღვევა
სამოგზაურო დაზღვევა
ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევა
ჯანმრთელობის დაზღვევა
შინაური ცხოველის დაზღვევა
მშვიდი დაზღვევა
სიცოცხლის დაზღვევა
უძრავი ქონების დაზღვევა
ინვესტიციები
სიახლეები
ბლოგი
მთავარი
SOLO პაკეტები
ბანკინგი
ელექტრონული ბანკი
Lifestyle
დეველოპერები
დაზღვევა
ინვესტიციები
სიახლეები
ბლოგი
გახდით SOLO

შინაური ცხოველის დაზღვევა

დააზღვიეთ თქვენი ძაღლი საუკეთესო პირობებით და იყავით მშვიდად

რატომ შინაური ცხოველის დაზღვევა

თუ გყავთ ძაღლი და მისი ასაკი არ აღემატება 8 წელს, გეძლევათ შესაძლებლობა, დააზღვიოთ ის კომპანია ირაოში და გაუთვალისწინებელი შემთხვევების დროს ხარჯები აგინაზღაურდებათ.
 

რას მოიცავს დაზღვევა?

  • სამედიცინო მომსახურების ხარჯების დაფარვას
  • უბედური შემთხვევის შედეგად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას
  • მედიკამენტებისა და ვაქცინაციის ხარჯების დაფინანსებას სხვადასხვა ვეტერინარულ კლინიკაში
  • 24-საათიან სატელეფონო კონსულტაციას
 
შინაური ცხოველის დაზღვევის შესახებ მეტს გაეცნობით პრეზენტაციაში
 
დაინტერესების შემთხვევაში დაუკავშირდით თქვენს SOLO ბანკირს. 
 

რატომ შინაური ცხოველის დაზღვევა

თუ გყავთ ძაღლი და მისი ასაკი არ აღემატება 8 წელს, გეძლევათ შესაძლებლობა, დააზღვიოთ ის კომპანია ირაოში და გაუთვალისწინებელი შემთხვევების დროს ხარჯები აგინაზღაურდებათ.
 

რას მოიცავს დაზღვევა?

  • სამედიცინო მომსახურების ხარჯების დაფარვას
  • უბედური შემთხვევის შედეგად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას
  • მედიკამენტებისა და ვაქცინაციის ხარჯების დაფინანსებას სხვადასხვა ვეტერინარულ კლინიკაში
  • 24-საათიან სატელეფონო კონსულტაციას
 
შინაური ცხოველის დაზღვევის შესახებ მეტს გაეცნობით პრეზენტაციაში
 
დაინტერესების შემთხვევაში დაუკავშირდით თქვენს SOLO ბანკირს. 
 

დაგვიკავშირდით

(032) 2 444 400

დაგვიკავშირდით

(032) 2 444 400

შინაური ცხოველის დაზღვევა — თქვენი სიმშვიდე და მისი ჯანმრთელობა

ჩვენი ოთხფეხა მეგობრები ოჯახის სრულფასოვანი წევრები არიან, რომლებიც ყოველდღიურობას უპირობო სიყვარულითა და პოზიტიური ემოციებით გვავსებენ.

ჩვენ მუდმივად ვცდილობთ, შევუქმნათ მათ ბედნიერი და ჯანმრთელი გარემო, თუმცა გაუთვალისწინებელი სამედიცინო შემთხვევები შესაძლოა, სერიოზულ ემოციურ და ფინანსურ სირთულეებთან იყოს დაკავშირებული

სწორედ ამიტომ ვენის სადაზღვევო ჯგუფ ირაოსთან ერთად SOLO გთავაზობთ შინაური ცხოველის დაზღვევას − პროდუქტს, რომელიც შექმნილია თქვენი სიმშვიდისთვის და თქვენი ერთგული მეგობრის ჯანმრთელობის დასაცავად

ეს არის ფინანსური ინსტრუმენტი, რომელიც შესაძლებლობას გაძლევთ, მოულოდნელი ვეტერინარული ხარჯების დროს ფინანსებზე ფიქრის ნაცვლად, სრულად კონცენტრირდეთ თქვენი ძაღლის გამოჯანმრთელებაზე

რატომ არის მნიშვნელოვანი ძაღლის დაზღვევა?

შინაური ცხოველის ჯანმრთელობაზე ზრუნვა დიდი პასუხისმგებლობაა. თანამედროვე ვეტერინარული დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მეთოდები ხშირად მაღალ ხარჯებთან არის დაკავშირებული. ძაღლის დაზღვევა წარმოადგენს ჭკვიანურ და პასუხისმგებლიან გადაწყვეტილებას, რომელიც გიცავთ მოულოდნელი ფინანსური ტვირთისგან და გარანტიას გაძლევთ, რომ ნებისმიერ სიტუაციაში შეძლებთ თქვენი მეგობრისთვის საუკეთესო სამედიცინო მომსახურების მიწოდებას. დაზღვევის ქონა ნიშნავს, რომ რთულ მომენტში არ მოგიწევთ რთული ფინანსური გადაწყვეტილებების მიღება

ვისთვის არის განკუთვნილი სადაზღვევო პაკეტი?

SOLO-ს სადაზღვევო პოლისი ხელმისაწვდომია ყველასთვის, ვისაც ჰყავს:

  • ნებისმიერი ტიპის ძაღლი (როგორც ჯიშიანი, ასევე მეტისი)
  • რომლის ასაკი არ აღემატება 8 წელს

სადაზღვევო პაკეტის ყოველთვიური ღირებულება 30 ლარია, რაც მას ხელმისაწვდომს ხდის ყველა პასუხისმგებლიანი პატრონისთვის

რას ფარავს შინაური ცხოველის დაზღვევა?

სადაზღვევო პაკეტი შედგენილია ისე, რომ მაქსიმალურად დაფაროს ყველა აუცილებელი სამედიცინო საჭიროება

ჰოსპიტალური და ამბულატორიული მომსახურება

პოლისი მოიცავს როგორც გეგმურ, ისე გადაუდებელ მომსახურებას. ეს ნიშნავს, რომ ანაზღაურდება ხარჯები, რომლებიც დაკავშირებულია სპეციალისტის კონსულტაციასთან, ლაბორატორიულ თუ ინსტრუმენტულ გამოკვლევებთან, ასევე სტაციონარულ მკურნალობასთან, რომელიც შესაძლოა, თქვენს ძაღლს დასჭირდეს

დაფარვა ვრცელდება:

  • გადაუდებელ მომსახურებაზე − როგორც უბედური შემთხვევის, ისე მოულოდნელი ავადმყოფობის დროს
  • გეგმიურ მომსახურებაზე − წინასწარდაგეგმილი სამედიცინო პროცედურები და მკურნალობა

ონკოლოგიური დაავადებების სრული დაფარვა

ონკოლოგიური დაავადებების დიაგნოსტიკა და მკურნალობა ერთ-ერთი ყველაზე მაღალხარჯიანი პროცესია. პოლისი ფარავს კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი სიმსივნეების დიაგნოსტიკას, ქირურგიულ, ქიმიო და სხივურ თერაპიასთან დაკავშირებულ ხარჯებს

მედიკამენტები და ვაქცინაცია

დაზღვევა ფარავს ლიცენზირებული ვეტერინარის მიერ დანიშნული მედიკამენტების ღირებულებას. ამასთან, პოლისი ანაზღაურებს კომპლექსური ვაქცინაციის ღირებულებას პარტნიორ ვეტერინარულ კლინიკებში, რაც გეხმარებათ თქვენი მეგობრის ჯანმრთელობის პრევენციაში

24-საათიანი სატელეფონო მხარდაჭერა

„ირაო ასისტანსის“ ცხელი ხაზი ხელმისაწვდომია 24/7, რათა ნებისმიერ დროს მიიღოთ დაზღვევასთან დაკავშირებული ინფორმაცია და კონსულტაცია

როგორ მუშაობს ანაზღაურების პროცესი?

  1. ეწვიეთ კლინიკას − შეგიძლიათ მიმართოთ ნებისმიერ ლიცენზირებულ ვეტერინარულ კლინიკას მთელი საქართველოს მასშტაბით
  2. გადაიხადეთ მომსახურების საფასური − ადგილზე სრულად დაფარეთ გაწეული მომსახურების ღირებულება
  3. ატვირთეთ დოკუმენტები − ანაზღაურების მისაღებად სამედიცინო დოკუმენტაცია (დანიშნულების ფურცელი) და ფინანსური დოკუმენტი (ჩეკი) ატვირთეთ „ირაოს“ ონლაინპორტალზე − online.irao.ge. დოკუმენტების ატვირთვა უნდა მოხდეს სერვისის მიღებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში
  4. მიიღეთ ანაზღაურება − თანხა თქვენს ანგარიშზე 5 სამუშაო დღის განმავლობაში აისახება

მნიშვნელოვანი გამონაკლისები

გამჭვირვალობისთვის მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ დაზღვევა არ ფარავს:

  • ქრონიკული, გენეტიკური და თანდაყოლილი დაავადებების მკურნალობას
  • კოსმეტიკური მიზნით ჩატარებულ პროცედურებს, სტერილიზაციასა და აბორტს
  • პროფილაქტიკური მიზნით სამედიცინო ჩვენების გარეშე ჩატარებულ კვლევებს
  • ვეტერინარის დანიშნულების გარეშე შეძენილი მედიკამენტების ხარჯებს

 როგორ შევიძინოთ დაზღვევა?

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ დაუკავშირდეთ თქვენს SOLO ბანკირს. ის მოგაწვდით დეტალურ ინფორმაციას და დაგეხმარებათ პოლისის გაფორმების პროცესში. იზრუნეთ თქვენს ერთგულ მეგობარზე SOLO-სთან ერთად და იყავით მშვიდად ნებისმიერ სიტუაციაში

კიდევ რომელ დაზღვევას გთავაზობთ SOLO?

SOLO თქვენთვის არაერთი შეთავაზება აქვს, მათ შორის − ჯანმრთელობის, სამოგზაურო, ავტოპასუხისმგებლობის, უძრავი ქონების, სიცოცხლის, მშვიდი დაზღვევები

 

მაჩვენე მეტი მაჩვენე ნაკლები
ჩაერთეთ კვლევაში
გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრებები
და ერთად გავაუმჯობესოთ SOLO-ს ვებგვერდი
ჩაერთეთ კვლევაში