გახდით SOLO
SOLO პაკეტები (ნაკრები) პროდუქტებისა და სერვისების ერთობლიობას წარმოადგენს, რაც შექმნილია თქვენი კომფორტის, დროის დაზოგვისა და ფინანსების ეფექტური მართვისთვის ერთიანი ყოველთვიური გადასახადის ფარგლებში თქვენ იღებთ წვდომას პრემიუმსაბანკო პროდუქტებზე, პერსონალურ მომსახურებასა და მრავალ ექსკლუზიურ შეთავაზებაზე
რა შედის SOLO-ს პაკეტში?
თითოეული SOLO პაკეტი აერთიანებს რამდენიმე ძირითად კომპონენტს:
- პირადი SOLO ბანკირი − ყოველდღიური ფინანსური პროცესების სამართავად თქვენი ბანკირი გაგიწევთ კვალიფიციურ კონსულტაციას, დაგეხმარებათ ტრანზაქციების დისტანციურად შესრულებაში და მოგაწვდით ინფორმაციას თქვენთვის საინტერესო შესაძლებლობების შესახებ
- პრემიუმ SOLO ბარათები − პაკეტის გააქტიურებისას თქვენი სოლო ბარათის შეკვეთა ავტომატურად ხდება. თქვენ გადმოგეცემათ მაღალი კლასის სადებეტო ბარათი (Visa Platinum, Visa Infinite, Visa Gold, Mastercard World Elite და სხვ.), რომელიც მრავალ უპირატესობას გთავაზობთ. სოლო ბარათის პირობები მოიცავს ისეთ სერვისებს, როგორებიცაა:
- სამოგზაურო დაზღვევა
- უფასო წვდომა აეროპორტის ლაუნჯ ზონებთან
- კონსიერჟის მომსახურება
- ექსკლუზიური ფასდაკლებები SOLO-ს პარტნიორ ობიექტებში
- განსაკუთრებული პირობები სხვა პროდუქტებზე − SOLO პაკეტის მფლობელები სარგებლობენ გაუმჯობესებული პირობებით ისეთ პროდუქტებზე, როგორებიცაა − სესხები, ანაბრები და საკრედიტო ბარათები
- Lifestyle შეთავაზებები: SOLO სცდება მხოლოდ საბანკო მომსახურებას და შესაბამისად, პაკეტის ფარგლებში თქვენ მიიღებთ წვდომას სპეციალურ ღონისძიებებზე, საინტერესო შეხვედრებსა და ექსკლუზიურ შეთავაზებებზე
შეარჩიეთ თქვენი პაკეტი
SOLO გთავაზობთ რამდენიმე ტიპის პაკეტს, რათა შეძლოთ ზუსტად ისეთის შერჩევა, რომელიც თქვენს მოთხოვნებს პასუხობს:
- SOLO X − ციფრულ ტექნოლოგიებზე ორიენტირებული, მოქნილი პაკეტი თანამედროვე ცხოვრების მოყვარული ადამიანებისთვის, ვისთვისაც მნიშვნელოვანია სისწრაფე და მართვის სიმარტივე
- SOLO Premium − განკუთვნილია მათთვის, ვინც ხშირად მოგზაურობს და საჭიროებს გაფართოებულ საერთაშორისო საბანკო სერვისებსა და უპირატესობებს
SOLO CLUB − მეტი პრივილეგიისა და ექსკლუზიური შესაძლებლობების მქონე პაკეტია, რომელიც ფინანსურ და Lifestyle სერვისების ფართო სპექტრს აერთიანებს.
როგორ შევარჩიო პაკეტი და გავხდე SOLO-ს წევრი?
თქვენთვის შესაფერისი პაკეტის შერჩევაში თქვენი მომავალი პირადი ბანკირი დაგეხმარებათ. გახდით SOLO დღესვე − შეავსეთ განაცხადი და ჩვენი წარმომადგენელი თავად დაგიკავშირდებათ, რათა დეტალურად გაგაცნოთ თითოეული პაკეტის პირობა და დაგეხმაროთ სწორი არჩევანის გაკეთებაში
აირჩიეთ SOLO პაკეტი და მიიღეთ ერთიანი, კომფორტული და თქვენზე მორგებული საბანკო გამოცდილება