საქართველოს ბანკის პრემიუმ მიმართულებამ ჯილდო მოიგო
საერთაშორისო გამომცემლობა Euromoney-მ, 2025 წლის Private Banking Awards-ის ფარგლებში, საქართველოს ბანკის პრემიუმ მიმართულების მიერ შექმნილი ციფრული გადაწყვეტები საქართველოში საუკეთესოდ დაასახელა.
Euromoney-ს ჟიური ყოველწლიურად საუკეთესო პრემიუმ საბანკო სერვისებისა და მომსახურების მიმწოდებელ ფინანსურ ინსტიტუტებს აფასებს მთელი მსოფლიოდან. მკვლევრები და გამომცემლობის რედაქციის წევრები კი ქვეყნის მასშტაბით საუკეთესო შედეგის მქონე ფინანსურ ინსტიტუტებს ასახელებენ.
Euromoney-ს ჟიურის შეფასებით, საქართველოს ბანკის მიერ პრემიუმ მომხმარებლებისთვის შექმნილი საბანკო პროდუქტები და სერვისები სრულად ერგება მათ სურვილებსა და საჭიროებებს, რომლებიც ტექნოლოგიური განვითარების პარალელურად, მუდმივად იცვლება.
ამ პრობლემის გადასაჭრელად, საქართველოს ბანკის პრემიუმ მიმართულება შესაძლებლობას აძლევს მომხმარებლებს, ერთი სივრციდან ჰქონდეთ წვდომა ისეთ სერვისებზე, როგორებიც არის: ფიზიკური და ციფრული ბარათის შეკვეთა; სამოგზაურო, ავტოპასუხისმგებლობისა და სახლის დაზღვევის შეძენა; კომუნალური გადასახადების გადახდა; ციფრული სასაჩუქრე ბარათების შეძენა; მანქანის სივრცე; მედლების სივრცე; შეთავაზებების სივრცე; გადარიცხვები და სხვა.
ამასთან, საქართველოს ბანკის პრემიუმ მიმართულება შესაძლებლობას აძლევს მომხმარებლებს, ისარგებლონ პირადი ბანკირის, კონსიერჟის, პირადი ბროკერის სერვისებით. მობილბანკის, ინტერნეტ ბანკინგის თუ იმეილ საბანკო სერვისების მეშვეობით განახორციელონ ტრანზაქციები როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, საზღვარგარეთ, მართონ საკუთარი ფინანსური აქტივები, ქასთოდი პროფილები, და ჰქონდეთ პირდაპირი კავშირი პირად ბანკირთან.