18 ნოემბერი, 2024
მანქანის სივრცე საუკეთესო მობილბანკში
დაამატეთ თქვენი ავტომობილი მობილბანკის მანქანის სივრცეში და მართეთ მასთან დაკავშირებული საკითხები უფრო მარტივად და ეფექტურად
1-ლ თებერვლამდე თქვენზე აქციაც გავრცელდება და სერვისის საფასური იქნება 0 ლარი
რა შესაძლებლობებს მოგცემთ მანქანის სივრცე?
- შეძლებთ გადაიხადოთ საპატრულო და ვიდეოჯარიმები მარტივად
- მიიღებთ შეტყობინებებს წესების დარღვევის და ჯარიმების შესახებ
- ასევე, შემახსენებელ შეტყობინებებს, რათა არ გამოგრჩეთ ჯარიმის გადახდა
რა დაგხვდებათ მანქანის სივრცეში?
- თქვენი ავტომობილის მონაცემები – მანქანის ნომერი, სახელი, ფოტო და სხვა ინფორმაცია
- თბილისი პარკინგის, საპატრულო და ვიდეოჯარიმები
- მათი რაოდენობა და ჯამურად გადასახდელი თანხა
- როგორ შექმნათ თქვენი მანქანის სივრცე მობილბანკში
- გადადით ჰაბის გვერდზე და დააჭირეთ ჩემს მანქანას
- შემდეგ – მანქანის დამატებას
- შეიყვანეთ მონაცემები – ავტომობილის მფლობელის პირადი ნომერი, მანქანისა და ტექპასპორტის ნომრები
- დაეთანხმეთ წესებს და პირობებს
- დააჭირეთ დამატების ღილაკს და დაასრულეთ პროცესი
ხშირად დასმული კითხვები?
- რამდენი იქნება ყოველთვიური საკომისიო აქციის დასრულების შემდეგ
- 1-ლ თებერვლამდე მანქანის სივრცით ისარგებლებთ უფასოდ, შემდეგ კი თვეში მხოლოდ 1 ლარს გადაიხდით
- რამდენი მანქანის დამატება შეგიძლიათ
- მანქანის სივრცეში მხოლოდ 1 მანქანის დამატებას შეძლებთ
- შესაძლებელია თუ არა მანქანის სივრცის წაშლა ან რედაქტირება
- კი, შესაძლებელია ნებისმიერ დროს მობილბანკში
დაამატეთ ავტომობილი მანქანის სივრცეში