1 სექტემბერი, 2021
სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამა
გაცნობებთ, რომ 2021 წლის 1 სექტემბრიდან დაიწყო სუბსიდირებული იპოთეკური სესხების პროგრამა.
პროგრამის ფარგლებში, მრავალშვილიან მშობლებს, შესაძლებლობა აქვთ მიიღონ
- 5 წლიანი სახელმწიფო სუბსიდირება იპოთეკურ სესხებზე, როგორც ახალ, ასევე ძველ აშენებულ პროექტებში და სახლის აშენების მიზნით, როგორც პირველად ისე მეორად ბაზარზე რეალიზებულ ქონებებზე.
სუბსიდირებული იპოთეკური სესხის განსაკუთრებული პირობა მოიცავს, თანხის მაქსიმალურ მოცულობას 200 000ლარის ოდენობით,
ხოლო რეფინანსირების განაკვეთი იცვლება მსესხებლის კატეგორიის მიხედვით:
- თუ გყავთ 3 ან მეტი არასრულწლოვანი შვილი, თქვენი სესხის პროცენტიდან დაგიფინანსდებათ რეფინანსირების განაკვეთს გამოკლებული 1.5%, არაუმეტეს 8%-ისა
- თუ 2021 წლის 1-ლი სექტემბრის შემდეგ შეგეძინათ პატარა, სესხის პროცენტიდან დაგიფინანსდებათ რეფინანსირების განაკვეთს გამოკლებული 3.5%, არაუმეტეს 6%-ისა
აქციის ფარგლებში შეგიძლიათ ისარგებლოთ ჩვენი პარტნიორი დეველოპერული კომპანიების სპეციალური შეთავაზებებით
დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ მიმართოთ თქვენს SOLO ბანკირს