იმისათვის რომ თებერვალი თქვენთვის კიდევ უფრო განსაკუთრებული გახდეს, ექსკლუზიურად წარმოგიდგენთ წინანდლის მამულის, SOLO-სა და Visa-ს ერთობლივ პროექტს , სადაც სასტუმრო Radisson Collection-ი მრავალფეროვან პროგრამას მასპინძლობს.
პროგრამა მოიცავს კულტურულ, შემეცნებით და გასართობ ღონისძიებებს, რომლებიც ქალების ირგვლივ ერთიანდება.
კვირეულის მანძილზე, გაიმართება საუბრები ფსიქოლოგ ნინო მარგველაშვილთან და ნიკოლოზ წულუკიძესთან. 2-3 მარტს სასტუმროში ჩატარდება დედის დღისადმი მიძღვნილი ფოტოგადაღება, სადაც სტუმრებს პორტრეტებს გადაუღებს ფოტოგრაფი სოფო პაპიაშვილი.
8 მარტს წინანდლის მამული უმასპინძლებს განსაკუთრებულ ვახშამს, რომელზეც „სილქ ჰოსფითალითის“ ბრენდ შეფი, ირაკლი ასათიანი მოამზადებს მე-19 საუკუნის ჭავჭავაძეების ოჯახის ქალების რეცეპტების მიერ ინსპირირებულ მენიუს. გასტრონომიულ საღამოს გაუძღვება ნიკოლოზ წულუკიძე, ხოლო მუსიკალური ნაწილი მთლიანად ინოლა გურგულიას შემოქმედებას მიეძღვნება (ია და დავით შუღლიაშვილებისა და თამარ თოლორდავას შესრულებით).
10 მარტს შეძლებთ ისარგებლოთ late checkout-ით, რომ უკეთ განიტვირთოთ სპა მომსახურებით
დამატებით, მარტის სპეციალური შეთავაზების ფარგლებში, წინანდალში 1დან-10მარტის განმავლობაში, SOLO Visa ბარათით გადახდისას, წინანდლის მამულის სასტუმრო „რადისონ ქოლექშენში“ ოთახებზე 1+1 შეთავაზება მოქმედებს. ოთახის დაჯავშნისას მეორე ოთახს ან მეორე ღამეს საჩუქრად მიიღებთ.