ღონისძიება გადადებულია. გთხოვთ, შეინახოთ ბილეთები - ახალი თარიღის შესახებ მიიღებთ შეტყობინებას.
გეპატიჟებით SOLO Talks-ზე -„მუსიკოსის არჩევანი: კომერცია, თუ რაც გულით მინდა“, რომელსაც ნიკოლოზ რაჭველი და ნატალია ქუთათელაძე გაუძღვებიან
სპიკერები თქვენთან ერთად ისაუბრებენ და შეეცდებიან პასუხი გასცენ შემდეგ კითხვებს - არის გულწრფელობის ადგილი თანამედროვე მუსიკალურ ინდუსტრიაში, როგორ ესადაგება ავთენტურობა და კომერცია ერთმანეთს, რას ნიშნავს მუსიკოსისთვის ჟანრის ცვლილება, რა რისკს ან შესაძლებლობებს ქმნის პოპულარული და სიმფონიური მუსიკის გადაკვეთის წერტილები და სხვა