25 აპრილს პატარებს ძალიან საინტერესო მასტერკლასზე ვიწვევთ, სადაც ისინი მონტესორის პრაქტიკული ცხოვრების აქტივობებში ჩაერთვებიან და გაიაზრებენ, რომ ბევრი რამის კეთება თავადაც შეუძლიათ
შეხვედრის მთავარი მიზანია, ბავშვს თვითრწმენის შეგრძნება ჩამოუყალიბდეს და დამოუკიდებლად ისწავლოს მცირე მოქმედებების შესრულება, მათ შორის − წყლის ჩამოსხმა, გადატანა, ჩაცმა-გახდა, დალაგება და გარემოზე ზრუნვა. ბავშვები ასევე მოისმენენ და პრაქტიკაში ნახავენ, თუ როგორ უნდა გაუძღვნენ ყოველდღიურ საქმეებს მშვიდ, სტრუქტურირებულ გარემოში, საკუთარი ტემპით და იძულების გარეშე
გაითვალისწინეთ, სასურველია, თან იქონიოთ ბავშვის გამოსაცვლელი ტანსაცმელი, წყალგაუმტარი წინსაფარი
ხანგრძლივობა: 1.30 სთ
მონაწილეთა ასაკი: 3-6
რაოდენობა: 10-30
SOLO ფასი: 45 ლარი