SOLO One to One-ი შესაძლებლობას გაძლევთ პირისპირ შეხვდეთ სამი კოენს − LEO ინსტიტუტის დამფუძნებელს − და განიხილოთ თემა − რა შემიძლია მე, როგორც ლიდერს.
სამი 1-საათიანი სესიის დროს გაგიძღვებათ თქვენი, როგორც ლიდერის, მიმდინარე გამოწვევებში და დაგეხმარებათ აღმოაჩინოთ ის შესაძლებლობები, რომლებიც თქვენს ორგანიზაციას აქვს. ამას გარდა, საუბრის თემები იქნება:
- ლიდერის როლი დღევანდელ ორგანიზაციაში
- ყველაზე მნიშვნელოვანი უნარები, რომლებიც თქვენი გუნდის წევრებს უნდა ჰქონდეთ
- როგორ იქმნება ნდობაზე დაფუძნებული გუნდები
უფრო დეტალურად რომ გითხრათ, დღეს თანამშრომლების 85%-ს არ მოსწონს ის საქმე, რასაც აკეთებს, არადა მოტივირებულ თანამშრომელებს 8-ჯერ მეტის გაკეთება შეუძლიათ, ვიდრე დემოტივირებულს. სამთან ერთად ისწავლით, როგორ აღმოაჩინოთ საგანძური, რაც დაგეხმარებათ წარმატების მისაღწევად... ეს ის საგანძურია, რომლის შესახებაც არ იცის კომპანიამ და ამიტომ არც ის იცის, მას როგორ მიაგნოს.
სამი კოენის შესახებ
სამმა LEO მეთოდოლოგია 1982 წელს მეუღლესთან, ქლერ ნიერთან, ერთად შექმნა და მას შემდეგ ათასობით ადამიანს გაუზიარა, თუ როგორ უნდა შეეცვალათ მენტალური მოდელები, ქცევები და სტერეოტიპების ტექნიკა, რათა შეექმნათ ჯანსაღი, პროდუქტიული პირადი ცხოვრება თუ პროფესიონალური გარემო ორგანიზაციებში.
შეხვედრის დეტალები:
ხანგრძლივობა: 1 საათი
SOLO ფასი: 400 ლარი
გთხოვთ, გაითვალისწინოთ ადგილების რაოდენობა შეზღუდულია, ხოლო აპლიკაციების განხილვა მოხდება 5 სამუშაო დღის განმავლობაში.