სოლიკო ვირსალაძის ესკიზებით შექმნილი უნიკალური თავშლები SOLO Boutique-ში
5 ოქტომბრიდან, SOLO Boutique-ში ექსკლუზიურად SOLO მომხმარებლებისთვის შესაძლებელი იქნება სოლიკო ვირსალაძის ესკიზებით შექმნილი აბრეშუმისა და შალის უნიკალური თავშლების შეძენა
ყელზე მოხვეული ეს განსაკუთრებული აქსესუარი „სუხიშვილების“ სცენაზე დაბადებულ 80-წლიან ისტორიას გვიამბობს - ისტორიას, რომელშიც ქართული ცეკვა, ხელოვნება, კოსტიუმი და მუდმივი სიახლის ძიება ერთ მთლიანობად იქცა
სოლიკო ვირსალაძის შემოქმედებას „სუხიშვილების“ ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. მხატვარი და სცენოგრაფი ანსამბლის ვიზუალური იდენტობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შემქმნელი იყო. მისმა კოსტიუმებმა ქართული ცეკვის სცენური ესთეტიკა მნიშვნელოვნად შეცვალა და დღემდე „სუხიშვილების“ მემკვიდრეობის განუყოფელ ნაწილად რჩება. ვირსალაძე ტრადიციულ ფორმებს საკუთარ მხატვრულ ხედვასა და ფერთა განსაკუთრებულ ენას უკავშირებდა, რის შედეგადაც მისი ნამუშევრები უნიკალურ ხელწერად იქცა
საქართველოს ბანკი „სუხიშვილების“ მთავარი მხარდამჭერია და წლების განმავლობაში ანსამბლის სხვადასხვა კულტურული და შემოქმედებითი პროექტის განვითარებას უწყობს ხელს. მათ შორისაა „თაკარა“ - ექსპერიმენტული ღია სცენა, რომელიც საქართველოს ბანკისა და SOLO-ს მხარდაჭერით შეიქმნა და ტრადიციასა და თანამედროვე შემოქმედებით ძიებას აერთიანებს
ახალი კოლექციით კი სუხიშვილების სცენური მემკვიდრეობა ყოველდღიურ ცხოვრებაში გადმოდის - ხელოვნების ნამუშევარი აქსესუარად იქცევა, რომელიც არა მხოლოდ სტილის ნაწილია, არამედ ქართული კულტურისა და ისტორიის მატარებელიც