SOLO Lifestyle
პირადი კონსიერჟი SOLO CLUB წევრებისთვის:
SOLO Lifestyle
SOLO Lifestyle-ი საგულდაგულოდ შერჩეული პრივილეგიების სისტემაა, რომელიც თქვენი ინტერესებისა და სურვილების გარშემოა შექმნილი.
SOLO განკუთვნილია იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც აფასებენ დროს, სტატუსსა და ინდივიდუალურ მიდგომას. ჩვენი სერვისი აერთიანებს პერსონალიზებულ საბანკო მომსახურებასა და ექსკლუზიურ არასაბანკო პრივილეგიებს. სწორედ ეს უკანასკნელი, ანუ SOLO Lifestyle-ი, ხდის თქვენს ყოველდღიურობას უფრო მრავალფეროვანს, საინტერესოსა და კომფორტულს. ეს არის სამყარო, სადაც განსაკუთრებული შეთავაზებები და უნიკალური გამოცდილებები გელით.
ცხოვრების სტილი, რომელიც შთაგაგონებთ
SOLO Lifestyle-ი საგულდაგულოდ შერჩეული პრივილეგიების სისტემაა, რომელიც თქვენი ინტერესებისა და სურვილების გარშემოა შექმნილი. გსურთ გაანებივროთ საკუთარი თავი დახვეწილი ვახშმით საუკეთესო რესტორანში, შეიძინოთ სასურველი ნივთი განსაკუთრებულ ფასად თუ დაუვიწყარ მოგზაურობაში გაემგზავროთ, SOLO ყოველთვის თქვენ გვერდითაა.
შოპინგი და დახვეწილი გემოები
SOLO მომხმარებლებისთვის მუდმივად ხელმისაწვდომია ექსკლუზიური შეთავაზებები მაღაზიებში. იქნება ეს ტანსაცმლის, აქსესუარების, ტექნიკის თუ პარფიუმერიის ცნობილი ბრენდები, თქვენ ყოველთვის შეძლებთ ისარგებლოთ სპეციალური ფასებითა და პირობებით. ამასთანავე, SOLO ზრუნავს თქვენს გემოვნურ შთაბეჭდილებებზეც. სპეციალური ფასდაკლებები რესტორნებში შესაძლებლობას გაძლევთ, აღმოაჩინოთ ახალი კულინარიული სივრცეები ან ესტუმროთ თქვენს საყვარელ ადგილებს და ისიამოვნოთ გამორჩეული მენიუთი
დაუვიწყარი შთაბეჭდილებები
ცხოვრება მოგონებებისგან შედგება და SOLO დაგეხმარებათ, რომ ეს მოგონებები კიდევ უფრო ნათელი და შთამბეჭდავი გახადოთ. SOLO-ს სამოგზაურო შეთავაზებები საუკეთესო პირობებს გთავაზობთ როგორც ავიაბილეთებზე, ისე სასტუმროების ჯავშნებზე მსოფლიოს გარშემო. თქვენ ასევე შეგიძლიათ, მარტივად შეიძინოთ კონცერტის ბილეთები თქვენი საყვარელი შემსრულებლის მოსასმენად ან მიიღოთ ექსკლუზიური ფასდაკლება ივენთებზე, რომლებიც სპეციალურად SOLO-ს მომხმარებლებისთვის იგეგმება. იქნება ეს თაკარა, კიკეთის ფერმა თუ სხვა ექსკლუზიური ღონისძიებები და სასტუმროები, SOLO-სთან ერთად თქვენთვის სასურველს აუცილებლად აღმოაჩენთ
სოლო ბუტიკი
იმისათვის, რომ ყველა შეთავაზებაზე წვდომა კიდევ უფრო მარტივი და კომფორტული იყოს, შეიქმნა სოლო ბუტიკი. ეს უნიკალური სივრცეა, სადაც თავმოყრილია SOLO-ს პარტნიორების ყველა ექსკლუზიური შეთავაზება. აქ შეგიძლიათ მარტივად დაათვალიეროთ და შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი პროდუქტი თუ მომსახურება, იქნება ეს მოდის ბრენდების უახლესი კოლექციები, თავის მოვლის საშუალებები თუ ორიგინალური საჩუქრები
სადღესასწაულო განწყობა SOLO-სთან ერთად
SOLO განსაკუთრებულად ზრუნავს თქვენს სადღესასწაულო განწყობაზე. დღესასწაულების პერიოდში, განსაკუთრებით კი ახალი წლის მოახლოებასთან ერთად, აქტიურდება სპეციალური საახალწლო შეთავაზებები, რომლებიც სამზადისს ბევრად სასიამოვნოს ხდის
იდეალური საახალწლო სუფრა
წარმოუდგენელია ახალი წელი ტრადიციული სუფრის გარეშე. SOLO გეხმარებათ, რომ თქვენი საახალწლო სუფრა გამორჩეული და დასამახსოვრებელი იყოს. ექსკლუზიური შეთავაზებების ფარგლებში თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ უმაღლესი ხარისხის, ნატურალური პროდუქტები გამორჩეული პარტნიორებისგან
საჩუქრები გამორჩეული ადამიანებისთვის
საახალწლო სამზადისის განუყოფელი ნაწილია საჩუქრების შერჩევა. SOLO-ს პარტნიორებთან თქვენ იპოვით უნიკალურ და დახვეწილ ნივთებს თქვენი საყვარელი ადამიანებისთვის. მაგალითად, შეგიძლიათ, ისარგებლოთ სპეციალური ფასდაკლებით დახვეწილ სამკაულებსა და აქსესუარებზე და გაახაროთ თქვენთვის ძვირფასი ადამიანები
გახდი SOLO და აღმოაჩინე პრივილეგიების სამყარო
SOLO Lifestyle-ი გთავაზობთ წვდომას ექსკლუზიურ პროდუქტებზე, მომსახურებასა და ღონისძიებებზე, რომლებიც თქვენი ცხოვრების ხარისხს ახალ დონეზე აიყვანს. თუ აფასებთ კომფორტს, ხარისხსა და ინდივიდუალურ მიდგომას, დროა, გახდეთ SOLO
გარდა ამისა, ყველა შეთავაზებისა თუ ღონისძიების შესახებ ინფორმაციის ნახვა მარტივად შეგიძლიათ მობილბანკის ერთიან სივრცეში