თბილისი, ელია, აბულის ქ. №33შეიძინეთ ბინა 7%-იანი ფასდაკლებით ელიზიუმში, თბილისის ერთ-ერთ უძველეს და ისტორიულ უბანში
ელიზიუმი კლუბური ტიპის ახალი საცხოვრებელი სახლია, რომელიც განკუთვნილია მათთვის, ვინც განსაკუთრებულად აფასებს სიმყუდროვესა და კომფორტის უმაღლეს დონეს. ეს არის თანამედროვე სტილისა და ქართული ტრადიციების ჰარმონიული შერწყმა − პროექტი, რომელიც მაცხოვრებლებს არა მხოლოდ სახლს, არამედ გამორჩეულ ცხოვრების წესს სთავაზობს
კომპლექსი გამოირჩევა ქალაქის განუმეორებელი პანორამული ხედებით, ვიტრაჟებით, 24-საათიანი დაცვით, მიწისქვეშა პარკინგით, მაღალი ჭერითა და გააზრებული გეგმარებით. განსაკუთრებულ მახასიათებელს წარმოადგენს უნიკალური ტერასა სახურავზე, რომელიც აღჭურვილია ჯაკუზით, ფიტნესსივრცით, ლაუნჯზონითა და სამზარეულოთი, რაც სრულყოფილ გარემოს ქმნის განტვირთვისა და დასვენებისთვის