შეიძინეთ ბინა New Group მაღლივში და როგორც SOLO მომხმარებელმა, ისარგებლეთ 10%-იანი ფასდაკლებით
New Group-ი გთავაზობთ პრემიუმკლასის საცხოვრებელ კომპლექსს საბურთალოზე, უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან. ის აერთიანებს 20-სართულიან კორპუსს, 2-სართულიან მიწისქვეშა პარკინგს და კომერციულ ფართებს. პროექტი გამოირჩევა თანამედროვე არქიტექტურით, მაქსიმალური უსაფრთხოების სისტემებითა და უმაღლესი ხარისხის სამშენებლო მასალებით. აქ თქვენ დაგხვდებათ ბინები თეთრი კარკასის მდგომარეობით, მოპირკეთებული აივნები, დახვეწილი სადარბაზოები, იტალიური ლიფტები, Rehau-ს კარ-ფანჯრები და სანდო გენერატორით უზრუნველყოფილი სახანძრო სისტემა, რაც სრული კომფორტისა და დაცულობის გარანტიას იძლევა