SOLO ფიზიკური პირი ბიზნესი Wealth შეთავაზებები sCool | Student ბანკის შესახებ
მისამართები
ვალუტის კურსი
Eng
მთავარი
SOLO პაკეტები
ბანკინგი
ბანკინგი
ბარათები
ანაბრები
სესხები
გზავნილები
ელექტრონული ბანკი
ელექტრონული ბანკი
მობილბანკი
ინტერნეტბანკი
იმეილბანკი
Apple Pay
დიჯიპასი
ავტომატური დავალებები
SMS ბანკი
ყველა სერვისი
Lifestyle
Lifestyle
მოგზაურობისთვის
ღონისძიებები
შეთავაზებები
SOLO ბუტიკი
პირადი კონსიერჟი
Voyager
დეველოპერები
დაზღვევა
დაზღვევა
სამოგზაურო დაზღვევა
ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევა
ჯანმრთელობის დაზღვევა
შინაური ცხოველის დაზღვევა
მშვიდი დაზღვევა
სიცოცხლის დაზღვევა
უძრავი ქონების დაზღვევა
ინვესტიციები
სიახლეები
ბლოგი
მთავარი
SOLO პაკეტები
ბანკინგი
ელექტრონული ბანკი
Lifestyle
დეველოპერები
დაზღვევა
ინვესტიციები
სიახლეები
ბლოგი
გახდით SOLO

ავტოსესხი საზღვრებს გარეშე - LION AUTO

თუ მეორეული ავტომობილის შეძენა გსურთ, SOLO და Lion Auto გთავაზობთ ავტოსესხს სპეციალური პირობებით, ამერიკის აუქციონზე ავტომობილის შესაძენად.
დაგვიტოვეთ საკონტაქტო

რას გთავაზობთ

Lion Auto-სა და SOLO-ს ექსკლუზიური თანამშრომლობის ფარგლებში, Lion Auto უზრუნველყოფს ავტომობილის შეძენისა და ტრანსპორტირების პროცესს სრული გამჭვირვალობით. ყველა დაკავშირებული ხარჯს კი - ავტომობილის ღირებულებას, ტრანსპორტირებასა და განბაჟებას, ავტოსესხით დაფარავთ.

პირობები

ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევა

დაზღვევის შეძენა შეუძლია მხოლოდ საქართველოს მოქალაქეს
სადაზღვევო პოლისის ვადა 1 წელი
შეგიძლიათ დააზღვიოთ საქართველოში რეგისტრირებული მსუბუქი ავტომობილი, რომელიც ეკუთვნის ფიზიკურ პირს და არ გამოიყენება კომერციული მიზნებისთვის (ტაქსი, ავტოგაქირავება და ა.შ.).
დაზღვევა შეგიძლიათ შეიძინოთ როგორც თქვენი, ასევე სხვისი ავტომობილისთვის
შეიძინეთ დაზღვევა

ხშირად დასმული კითხვები

ამ ავტოსესხით, რომელი ქვეყნებიდან არის შესაძლებელი ავტომობილის ჩამოყვანა?

SOLO-ს პარტნიორი Lion Auto-ს დახმარებით მეორადი ავტომობილის ჩამოყვანა შესაძლებელია აშშ-დან

ვინ არის SOLO-ს პარტნიორი ავტოიმპორტიორი?

ჩვენი პარტნიორი კომპანიაა Lion Auto, ერთ-ერთი უმსიხვილესი ავტოიმპორტიორი საქართველოში

მოითხოვება თუ არა უზრუნველყოფა?

დიახ, სესხის უზრუნველყოფაში გათვალისწინებული იქნება ჩამოყვანილი ავტომობილი

მოითხოვება თუ არა თანამონაწილეობა?

დიახ, სესხის თანამონაწილეობა განისაზღვრება 20%-დან

რა არის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი?

სესხის ეფექტური საპროცენტო განაკვეთის დაანგარიშებაში გათვალისწინებულია ყველა აუცილებელი ფინანსური ხარჯი, მომხმარებლის მიერ ამ ხარჯების გაწევის პერიოდის ჩათვლით

რა ტიპის შემოსავლებს ითვალისწინებთ ავტოსესხის გაცემისას?

სესხის გაცემისას გაითვალისწინება ხელფასი, იჯარა, გზავნილი, დივიდენდი, თვითდასაქმებულობიდან მიღებული დადასტურებული შემოსავალი

SOLO ავტო სესხი − სასურველი მანქანა ამერიკიდან

სასურველი ავტომობილის შეძენა ამერიკის წამყვან აუქციონებზე (Copart, IAA) უნიკალური შესაძლებლობაა, თუმცა პროცესი ხშირად კომპლექსური და მრავალეტაპიანია. სწორედ ამ გამოწვევების საპასუხოდ SOLO Lion Auto-სთან ერთად გთავაზობთ ექსკლუზიურ პროდუქტს − ავტო სესხს, რომელიც ავტომობილის შერჩევის, შეძენისა და ტრანსპორტირების პროცესს თქვენთვის მარტივსა და კომფორტულს ხდის

Lion Auto − სანდო ექსპერტი ავტომობილის შერჩევისას

SOLO-ს პარტნიორი კომპანია Lion Auto თქვენი პროფესიონალი მრჩეველია, რომელიც ავტომობილის შერჩევისა და ლოგისტიკის პროცესებს სრულად უზრუნველყოფს. კომპანიის სერვისები მოიცავს:

  • პროფესიონალურ კონსულტაციას − თქვენი სურვილებისა და ბიუჯეტის გათვალისწინებით Lion Auto-ს წარმომადგენლები შეგირჩევენ სასურველ ავტომობილს
  • ავტომობილის სრულ შემოწმებას − ასევე, დეტალურად შეისწავლიან და შეაფასებენ ავტომობილის ისტორიასა და ტექნიკურ მდგომარეობას, რათა თქვენ მიიღოთ ინფორმირებული გადაწყვეტილება
  • შესყიდვასა და ლოგისტიკას − Lion Auto თქვენ მაგივრად უზრუნველყოფს ავტომობილის შესყიდვას აუქციონზე და მის უსაფრთხო, სწრაფ ტრანსპორტირებას საქართველომდე

SOLO-ს როლი − სრული ფინანსური მხარდაჭერა

სანამ Lion Auto ზრუნავს პროცესის ტექნიკურ ნაწილზე, SOLO უზრუნველყოფს ფინანსურ მხარდაჭერას. ეს არ არის სტანდარტული მანქანის სესხი. SOLO-ს სესხი ავტომობილის შესაძენად არის სრული ფინანსური პაკეტი, რომელიც ფარავს პროცესის ყველა ეტაპს:

  • ავტომობილის ღირებულება − თანხა, რომლითაც Lion Auto თქვენი სახელით იგებს აუქციონს
  • აუქციონის მოსაკრებელი − აუქციონის პლატფორმის მომსახურების საფასური
  • ავტო ტრანსპორტირება − ავტო ტრანსპორტირების სესხი ფარავს როგორც შიდა გადაზიდვას აშშ-ში, ასევე საერთაშორისო საზღვაო გადაზიდვას
  • განბაჟების ხარჯები − სესხი ასევე მოიცავს იმპორტისთვის გათვალისწინებულ ყველა გადასახადს

რას მოიცავს SOLO-სა და Lion Auto-ს პარტნიორობა

  1. კონსულტაცია SOLO ბანკირთან − თქვენ უკავშირდებით პირად SOLO ბანკირს, რომელიც წინასწარ განსაზღვრავს თქვენთვის ხელმისაწვდომ საკრედიტო ლიმიტს
  2. ავტომობილის შერჩევა Lion Auto-სთან − დამტკიცებული ლიმიტის ფარგლებში Lion Auto-ს გუნდთან ერთად არჩევთ სასურველ ავტომობილს
  3. შესყიდვა და დაფინანსება − აუქციონზე გამარჯვების შემდეგ SOLO უზრუნველყოფს თანხის გადარიცხვას, ხოლო Lion Auto იწყებს ლოგისტიკურ პროცესებს
  4. ავტომობილის მიღება − თქვენ საქართველოში იღებთ განბაჟებულ, თქვენს სახელზე რეგისტრირებულ ავტომობილს

ავტო სესხის პირობები და უპირატესობები

  • ერთიანი მომსახურება − თქვენ სარგებლობთ ორი ძლიერი პარტნიორის, SOLO-სა და Lion Auto-ს, ინტეგრირებული სერვისით
  • სრული დაფინანსება − სესხი ფარავს ყველა მოსალოდნელ ხარჯს, რაც გიცავთ გაუთვალისწინებელი ფინანსური ტვირთისგან
  • დროისა და ენერგიის დაზოგვა − თქვენ არ გიწევთ ლოგისტიკურ და დამატებით დეტალებზე ზრუნვა

ეს ერთობლივი პროდუქტი ამერიკის აუქციონიდან ავტომობილის შეძენის კომპლექსურ პროცესს მარტივ და პროგნოზირებად გამოცდილებად აქცევს

ავტოსესხთან ერთად შეგიძლიათ ისარგებლოთ სხვა ტიპის შეთავაზებებით, რაც თქვენს მიზნებზე იქნება მორგებული

  • სამომხმარებლო სესხი − თუ თქვენი მიზანი ყოველდღიური სურვილების დაკმაყოფილებაა, სამომხმარებლო სესხი ამისთვის მორგებულ პირობებს გთავაზობთ
  • იპოთეკური სესხი − თუ გსურთ უძრავი ქონების შეძენა, მშენებლობა ან რემონტი, იპოთეკური სესხი თქვენი საიმედო ფინანსური საყრდენია
  • სუბსიდირებული იპოთეკური სესხი − გარკვეული კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში შესაძლებლობა გაქვთ ისარგებლოთ სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამით და მიიღოთ დამატებითი შეღავათები
  • ანაბრები − ფინანსური მიზნების მიღწევის შემდეგ თავისუფალი თანხის დაგროვება და სარგებლის მიღება შეგიძლიათ SOLO ანაბრების მეშვეობით
  • ბარათები − ყოველდღიური ფინანსური ტრანზაქციების კომფორტულად სამართავად შეგიძლიათ გამოიყენოთ SOLO ბარათები

ყველა საკრედიტო პროდუქტის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად ეწვიეთ სესხების მთავარ გვერდს

დაუკავშირდით თქვენს SOLO ბანკირს და გადადგით ნაბიჯი თქვენი ოცნების ავტომობილისკენ ან სხვა ნებისმიერი მიზნისკენ

მაჩვენე მეტი მაჩვენე ნაკლები
ჩაერთეთ კვლევაში
გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრებები
და ერთად გავაუმჯობესოთ SOLO-ს ვებგვერდი
ჩაერთეთ კვლევაში