ლევან ბერძენიშვილი
SOLO Talks-ის ფარგლებში გიწვევთ შეხვედრაზე – ლიტერატურის ფუნქცია დღეს, რომელსაც ლევან ბერძენიშვილი გაუძღვება.
ლევანი ისაუბრებს შემდეგ თემებზე:
- რა არის მხატვრული ლიტერატურა
- რას ნიშნავს თანამედროვე ლიტერატურა
- ემპათია, როგორც ლიტერატურის პროდუქტი
- ლიტერატურა, როგორც ანტიდეპრესანტი
ლევან ბერძენიშვილი ფილოლოგი, ანტიკური ლიტერატურის პროფესორია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. ასევე კითხულობდა ლექციებს სხვა რამდენიმე უმაღლეს სასწავლებელში, მათ შორის, უცხოეთშიც; ამჯერად კი უძღვება საჯარო ლექციებს ლიტერატურისა და პოლიტიკის თემებზე. უნდა ითქვას ისიც, რომ ლევანი თარგმნის ძველი ბერძნული, ლათინური და ფრანგული ენებიდან, არის ლიტერატურის შესახებ რამდენიმე წიგნის ავტორი და მისი მოგონებების წიგნი „წმინდა წყვდიადი“ თარგმნილია 10 ენაზე. ლევანი ასევე იყო ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი და 2 მოწვევის პარლამენტის წევრი.
შეხვედრის დეტალები
მის.: SOLO Lounge, ი. ჭავჭავაძის #29
დრო: 19:00
თარიღი: 7 აპრილი
დასწრება უფასოა, რეგისტრაციისთვის გთხოვთ მოგვწეროთ მეილზე - hobby@solo.ge, ან მიმართოთ თქვენს SOLO ბანკირს.