20 ოქტომბერს გიწვევთ დავით გოგიჩაიშვილის SOLO Talks-ის შეხვედრაზე - „არის თუ არა ჩემი ნიჭი რეალიზებული?“
ყველას აქვს გარკვეული უნიკალური ნიჭი, რომელსაც შეიძლება სათანადო მნიშვნელობა არც ენიჭებოდეს. ზოგიერთი ამ თვისებაზე წარმატებულ კარიერას აშენებს, ზოგი კი სტაბილურობისა თუ ფინანსური ვალდებულებების გამო მიმდინარე სამსახურს ვერ თმობს
შესაძლებელია თუ არა საკუთარი ტალანტის გამოყენება ან საყვარელი საქმიანობით დაკავება ისე, რომ არსებული კარიერაც შევინარჩუნოთ და ყოველდღიურობაც უკეთესობისკენ შეიცვალოს? სწორედ ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე თქვენთან ერთად ისაუბრებს დავით გოგიჩაიშვილი შეხვედრაზე