15 აპრილს,ექსკლუზიურად SOLO მომხმარებლებს გეძლევათ შესაძლებლობა, დაესწროთ „ლეო ინსტიტუტის” მიერ ორგანიზებულ ძალიან საინტერესო შეხვედრას, რომლის მიზანია ლიდერული გამოცდილების გაზიარება და იმ სირთულეებზე საუბარი, რომელთა წინაშეც დგანან ლიდერები პერსონალურად.
ნებისმიერი ორგანიზაცია გადის ერთგვარ სასიცოცხლო ციკლს, რომელიც გულისხმობს ზრდას, სტაგნაციასა და ვარდნას. ზრდის ეტაპზე კომპანიის ლიდერები ახერხებენ განავითარონ ბიზნესი საკუთარი უნარებით, მიდგომებითა და ენთუზიაზმით. თუმცა ყოველთვის დგება ეტაპი, როდესაც კომპანია აჩერებს ზრდას და გადადის სტაგნაციის ფაზაში, რადგან ლიდერი თავად ხდება ზრდისა და განვითარების მთავარი შემზღუდველი ფაქტორი. ამ დროს ლიდერი კარგავს ენთუზიაზმს და გადადის ბრძოლის ფაზაში, თანამშრომლები წყვეტენ ზრდას და ხშირად იქმნება ტოქსიკური გარემო. მხოლოდ ერთეული კომპანიები ახერხებენ ამ საზღვრის გადალახვას და დიდი წარმატების მიღწევას. მხოლოდ ერთეული ლიდერები ბედავენ დაიწყონ ტრანსფორმაციის პროცესი და ძირეულად გადაიაზრონ საკუთარი მიდგომები, რწმენები და ქცევები. ზოგიერთი ლიდერი გარკვეული უნარების გაუმჯობესებით ახერხებს ამ სტაგნაციის ცოტა ხნით გადავადებას, თუმცა გრძელვადიანი წარმატებისთვის ერთადერთი გზა ტრანსფორმაციის უწყვეტ პროცესში გადასვლაა და რამენჯერაც შეწყვეტს ლიდერშიფი ცვლილების პროცესს, იმდენჯერ დადგება სტაგნაციის რისკი. შესაძლოა ლიდერის ენთუზიაზმის დაკარგვა უსწრებდეს წინ კომპანიის ზრდის ტემპის შენელებას. ეს ნიშნავს, რომ სტაგნაციაც ძალიან მალე დადგება.
შეხვედრას გახსნის „ლეო ინსტიტუტის“ თანადამფუძნებელი სამი კოენი, რომელიც გაგიზიარებთ ნავთობინდუსტრიის ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანიასთან, Shell-თან, თანამშრომლობის საკუთარ გამოცდილებას. კერძოდ, სამი ისაუბრებს იმაზე, თუ როგორ შეიქმნა ლეო მეთოდოლოგიის საშუალებით Shell-ში ე.წ. Trusting Team-ები და რა რეალურ ღირებულებაში ითარგმნა შემდგომში ეს ტრანსპორმაცია ორგანიზაციისთვის.
სამი კოენის სიტყვის შემდეგ გაიმართება პანელური დისკუსია, რომლის მონაწილეები იქნებიან
- ლევან ლეფსვერიძე, კრეატიული სააგენტო „ლივინგსტონის“ თანადამფუძნებელი და შემოქმედებითი ხელმძღვანელი
- ლექსო ალექსიშვილი, საკონსულტაციო კომპანია PMCG-ს დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი
შეხვედრის მედიატორი კი იქნება გიორგი ბურჭულაძე, „ლეო ინსტიტუტის“ დირექტორი და კომპანია „ლივინგსტონის“ თანადამფუძნებელი.
უნდა ითქვას, რომ „ლეო ინსტიტუტი“ უკვე 40 წელია, NASA-ს, Shell-ის, VISA-ს, Boeing-ის, American Express-ისა და სხვა მსგავსი ორგანიზაციების ლიდერებს ეხმარება დაიწყონ და დარჩნენ მუდმივი ტრანსფორმაციის პროცესში, იმისათვის რომ მიაღწიონ უფრო მეტ წარმატებას საკუთარი კომპანიებისთვის, ვიდრე ამას თავად მოელიან.
შეხვედრის დეტალები
ადგილი: ჭავჭავაძის SOLO ლაუნჯი; ჭავჭავაძის გამზ. №29
დრო: 19:00 სთ
თარიღი: 15 აპრილი
დასწრება უფასოა, რეგისტრაციისთვის გთხოვთ მოგვწეროთ მეილზე − hobby@solo.ge ან მიმართოთ თქვენს SOLO ბანკირს.