სწრაფი ნავიგაცია

12 მარტი
2020
ალექსანდრე ჯეჯელავა - ცხოვრება 40-ის შემდეგ

SOLO Talks-ის ფარგლებში მხოლოდ SOLO მომხმარებლებს გიწვევთ სემინარზე,  რომელსა ალექსანდრე ჯეჯელავა გაუძღვება.

შეხვედრაზე საუბარი შეეხება შუა ხნის კრიზისის სირთულეებს, მის დაძლევას და ცხოვრების მეორე ნახევარს. შესაბამისად, ამ თემის ირგვლივ ის გაგიზიარებთ ძალიან საინტერესო ადამიანების ისტორიებს:

  • • თუ როგორ მიატოვეს  მათ „სხვისი“ ცხოვრება და დაიწყეს „თავისი“
  • • წარმატების პიკში როგორ დაკარგეს ინტერესი ძირითადი საქმიანობის მიმართ და სულ სხვა აფრებს დაედევნენ
  • • როგორ დაკარგეს და შეიძინეს მეგობრები, რას ნანობენ და რა უხარიათ „მეორედ ახალგაზრდებს“ 


ალექსანდრე ჯეჯლავა ტრენერი, სპიკერი, ქოუჩი და მენეჯმენტის სპეციალისტია 20 წელზე მეტი გამოცდილებით. მისი საჯარო და კორპორაციული გამოსვლების დამსწრეთა რიცხვი 200-ზე მეტ კომპანიასა დ 50 000 ადამიანს ითვლის. ალექსანდრეს ტრენინგები და სემინარები სხვადასხვა მიმართულებით აღიარებულია მოწინავე ორგანიზაციების მიერ.
 

 

სემინარის დეტალები

მის.:   ჭავჭავაძის გამზ. №29, SOLO ლაუნჯი

დრო: 20:15 სთ

თარიღი: 12 მარტი

 

*SOLO იზიარებს პასუხისმგებლობას, იმოქმედოს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესაბამისად. ამიტომ დროებით გადავდეთ SOLO Talks-ის ყველა ღონისძიება. ახალ თარიღებს გაცნობებთ წინასწარ.