სწრაფი ნავიგაცია

19 მარტი
2020
ნუცა ქურიძე - საზაფხულო სკოლები აშშ-ში, დიდ ბრიტანეთსა და ევროპაში

19 მარტს გიწვევთ SOLO Talks-ის შეხვედრაზე, რომელსაც UK Bridge-ის თანადამფუძნებელი ნუცა ქურიძე გაუძღვება.

ნუცა პასუხს გასცემს საზაფხულო სკოლებთან დაკავშირებულ ისეთ შეკითხვებს, რომლებიც ბევრ ოჯახშია აქტუალური, მათ შორის:

  • • როგორ გავემგზავროთ საზაფხულო სკოლებში
  • • რა ტიპის საზაფხულო სკოლები არსებობს
  • • რომელ ქვეყნებშია შესაძლებელი საზაფხულო კურსის გავლა
  • • როგორია საზაფხულო სკოლებში ჩარიცხვის პროცედურები, ფასები, პირობები და ა.შ.

ნუცა ქურიძე განათლებით ეკონომისტი და UK Bridge-ის 12-წლიანი ისტორიის თანამონაწილეა. აღნიშნულ პერიოდში მისი მონაწილეობით 4 000 სტუდენტზე მეტი გამგზავრა საზღვარგარეთ ხარისხიანი განათლების მისაღებად; თუმცა აღნიშნულ სფეროს ნუცა გაცილებით ადრე შემოუერთდა და საერთო ჯამში საკმაოდ დიდი გამოცდილებაც დაუგროვდა.

 

სემინარის დეტალები

მის.:   ჭავჭავაძის გამზ. №29, SOLO ლაუნჯი

დრო: 20:15 სთ

თარიღი: 19 მარტი

 

*SOLO იზიარებს პასუხისმგებლობას, იმოქმედოს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესაბამისად. ამიტომ დროებით გადავდეთ SOLO Talks-ის ყველა ღონისძიება. ახალ თარიღებს გაცნობებთ წინასწარ.