სწრაფი ნავიგაცია

05 მარტი
2020
თეა გოგუაძე - ხელოვნების ანალფავიტი

5 მარტს გიწვევთ სემინარზე, სადაც SOLO-სთან ერთად კომპანია ReachART Visual-ის დამფუძნებელი თეა გოგუაძე  გიმასპინძლებთ.

შეხვედრაზე თეა განიხილავს:

  • • ხელოვნებას, როგორც სახალხო, კოლექტიური, შემოქმედებითი ერთობის დამოუკიდებელ ობიექტს, რომელიც კომუნიკაციის უპირველეს ფორმად ჩამოყალიბდა
  • • ასევე, როგორ ხორციელდება კონტექსტისა და სახელოვნებო ნარატივების ფორმირება და სხვ.
  • • რაც მთავარია, თეასთან ერთად თქვენც ამ სამყაროში იმოგზაურებთ და გააანალიზებთ ხელოვნებას, როგორც არსებობის, ნებისმიერი ცივილიზაციისა და ეპოქის განუყოფელ ნაწილს

თეა ნილის (თეა გოგუაძეს) სახელოვნებო სივრცეში მოღვაწეობის 10-წლიანი გამოცდილება დაუგროვდა. მისი ორგანიზებულია 30-ზე მეტი გამოფენა, მათ შორის, „არსებობის ანატომია 1.01“ და „შეხვედრა ფიროსმანთან“. თეას კურატორობით შედგა ჩინეთის ბიენალეს ქართული პავილიონი, სადაც წარმოდგენილი იყო 16-ზე მეტი ქართველი მხატვარი უნიკალური კოლექციით. ის ასევე უძღვება რუბრიკა „ხელოვნებას“ ჟურნალ “OK“-ში.

 

სემინარის დეტალები

 

მის.: ჭავჭავაძის გამზ. №29, SOLO ლაუნჯი

დრო: 20:15 სთ

თარიღი: 5 მარტი

 

*SOLO იზიარებს პასუხისმგებლობას, იმოქმედოს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესაბამისად. ამიტომ დროებით გადავდეთ SOLO Talks-ის ყველა ღონისძიება. ახალ თარიღებს გაცნობებთ წინასწარ.