სწრაფი ნავიგაცია

29 მარტი
2020
SOLO Sunday მასტერკლასი - ქაოსიდან კოსმოსამდე

14  წლიდან მოზარდებს ვიწვევთ მასტერკლასზე, სადაც ისინი SOLO Sunday-ს ფარგლებში შექმნიან აბსტრაქტულ გეომეტრიულ კომპოზიციას:

  • თავიდან დიდი ფორმატის ნაწილები და სქელი გრაფიტის ფანქრები დაურიგდებათ
  • გაეცნობიან ინფორმაციას აგრესიული, დატეხილი და დამყოლი დინამიური ხაზის შესახებ
  • შემდეგ თვალახვეულები შეეცდებიან გრაფიკული ნახატებში საკუთარი აგრესია და სიხარული გამოხატონ
  • უკვე შექმნილი ქაოტური ნახატიდან კი ამოირჩევენ პატარა დეტალს (რომელიც მოსწონთ), რომელსაც გადაიტანენ A3 ფორმატზე, გაზრდიან მასშტაბს და გააფერადებენ ზეთის პასტელების საშუალებით

ამ მთელი პროცესის შედეგად  ისინი შექმნიან ვიზუალურად საინტერესო გეომეტრიულ კომპოზიციებს, რაც, უბრალოდ, სპონტანური ფანტაზიის ნაყოფი კი არა, ეტაპობრივად განვითარებული შეგრძნებების შედეგი იქნება

ვორკშოპს წაიყვანს მხატვარი, არტთერაპევტი - გოგა ჯაფარიძე.

მასტერკლასის დეტალები

მის.: ბეთლემის ქ. №10

ტარიღი: 29 მარტი

დრო: 16:00 საათი

ხანგრძლივობა: 2 საათი

ასაკი: 14+

SOLO ფასი: 50 ლარი

 

*SOLO იზიარებს პასუხისმგებლობას, იმოქმედოს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესაბამისად. ამიტომ დროებით გადავდეთ SOLO Talks-ის ყველა ღონისძიება. ახალ თარიღებს გაცნობებთ წინასწარ.