სწრაფი ნავიგაცია

20 თებერვალი
2020
ზურკინ ჭყონია - მუსიკის ძებნის ხელოვნება

20 თებერვალს გიწვევთ სემინარზე, რომელსაც ქართული საკლუბო სცენის გამორჩეული არტისტი, Vodkast-ისა და Vodkast Records-ის თანადამფუძნებელი ზურკინ ჭყონია გაუძღვება.

შეხვედრაზე ზურკინი

  • ისაუბრებს მუსიკალური კულტურის ერთ-ერთ თვალსაჩინო გატაცებაზე − ფირფიტების შეგროვებაზე (Record Digging)
  • მოგიყვებათ, თუ რა ხიბლი აქვს მუსიკის ფირფიტაზე მოსმენასა და მისი ამ ფორმით შენარჩუნებას
  • გაგიზიარებთ საკუთარ გამოცდილებას, რომელიც ბევრ საინტერესო დეტალზე დაგაფიქრებთ და სხვ.

ზურკინი ასევე გახლავთ ფირფიტების მაღაზიის და ლეიბლის vodkas records-ის დამფუძნებელი და მოქმედი დიჯეი, რომლის განსაკუთრებული მუსიკალური გემოვნება და ტექნიკური უნარ-ჩვევები ნებისმიერ მელოდიას ნამდვილ მუსიკალურ მოგზაურობად აქცევს.

 

სემინარის დეტალები

მის.:   ჭავჭავაძის გამზ. №29, SOLO ლაუნჯი

დრო: 20:15 სთ

თარიღი: 20 თებერვალი