სწრაფი ნავიგაცია

27 თებერვალი
2020
მერი გაბაშვილი - MISSION IMPOSSIBLE − თვითრეალიზაცია

გიწვევთ მხოლოდ SOLO მომხმარებლებისთვის დაგეგმილ სემინარზე, რომელსაც ფსიქოლოგი და TEDxTbilisi-ის ერთ-ერთი ორგანიზატორი მერი გაბაშვილი გაუძღვება.

მერი ისაუბრებს თვითრეალიზაციაზე − 21-ე საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ და პოპულარულ თემაზე, კერძოდ:

  • რას გვეუბნება კაცობრიობის ისტორია ამ ყველასათვის სასურველ მდგომარეობაზე და
  • შეუსრულებელია თუ არა ადამიანებისთვის ეს მისია
  • ასევე გაგიზიარებთ რჩევებს, თუ როგორ შეიძლება თვითრეალიზაციის ხელშეწყობა

-------

მერი გაბაშვილი ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის პროექტების მართვის პროგრამის მაგისტრი,  თსუ ფსიქოლოგიის ფაკულტეტის დოქტორანტი და  ნატოს სამეკავშირეო ოფისში პროექტების მართვის გუნდის ხელმძღვანელია. ასევე აღსანიშნია, რომ ის სწავლობდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ჰარვარდის უნივერსიტეტში.

 

სემინარის დეტალები

თარიღი: 27 თებერვალი

დრო: 20:15 სთ

მის.: ჭავჭავაძის გამზ. №29, SOLO ლაუნჯი