სწრაფი ნავიგაცია

06 თებერვალი
2020
ლევან ბახია - მაგრად ავირიეთ და სიტყვები „დაგვალაგებს“

6 თებერვალს SOLO მომხმარებლებს გიწვევთ სემინარზე, რომელსაც სარეკლამო კომპანია სარკის ხელმძღვანელი ლევან ბახია წარუძღვება.

ლევანი ისაუბრებს სიტყვებზე, რომლებიც ქმნიან ქართულ რეალობას:

  • დასვამს კითხვებს, თუ სად ვართ, რისგან შევდგებით, როდის ვართ, რატომ ავირიეთ და როგორ დავლაგდეთ
  • ასევე, გაგიზიარებთ, რა როლი უჭირავს აზრის სწორად და დაუზარებლად ფორმულირებას ჩვენს ყოფაში  
  • რა უნიკალური ინსტრუმენტია ქართულ ენაში და რატომ უნდა მოგვიარონ ჩვენ, როგორც ერს, ისევე როგორც უვლიან, პირობითად, პანდებს

------------------------

ლევანი უკვე 23 წელია მოღვაწეობს მარკეტინგის სფეროში. მისი სახელი ბრენდ „სარკესთან“ ასოცირდება, რომელიც 1999 წელს, როგორც სარეკლამო კომპანია, წარდგა ბაზარზე, თუმცა დღეს ქვეყანასა და რეგიონში ლიდერი კინომწარმოებელია.

 

სემინარის დეტალები

თარიღი: 6 თებერვალი

დრო: 20:15 სთ

მის.: ჭავჭავაძის გამზ. №29, SOLO ლაუნჯი