სწრაფი ნავიგაცია

11 თებერვალი
2020
კახა სამყურაშვილი - თბილისის უძრავი ქონების ბაზრის ძირითადი ტენდენციები

SOLO CLUB Talks-ის ფარგლებში გიწვევთ სემინარზე, რომელსაც საინვესტიციო კომპანია გალტ & თაგარტის უფროსი ანალიტიკოსი კახა სამყურაშვილი ჩაატარებს.

კახა მიმოიხილავს გალტ & თაგარტის მიერ მომზადებულ თბილისის უძრავი ქონების კვლევის შედეგებს, მათ შორის, ისაუბრებს:

  • საცხოვრებელი, საოფისე, სასტუმრო თუ სავაჭრო უძრავი ქონების ბაზარის უახლეს ტენდენციებზე
  • ბოლო წლების სწრაფი განვითარების მიუხედავად, ძველი შენობების სიმრავლეზე, რაც სექტორის ძლიერი ზრდის პოტენციალზე მიანიშნებს და ა.შ.

----------------

კახა სამყურაშვილს საინვესტიციო სფეროში საქმიანობის მნიშვნელოვანი გამოცდილება აქვს. მას რამდენიმე წლის განმავლობაში ეკავა სხვადასხვა პოზიცია წამყვან ორგანიზაციებში და ასევე მონაწილეობდა მრავალფეროვან ტრენინგებსა თუ კონფერენციებში საქართველოსა და საზღვარგარეთ.

სემინარის დეტალები

მის.: ჭავჭავაძის გამზ. №29, SOLO ლაუნჯი
თარიღი: 11 თებერვალი
დრო: 20:15 სთ