სწრაფი ნავიგაცია

05 დეკემბერი
2019
ვალერი ჩეხერია - სტუმართმასპინძლობის ტრანსფორმაცია საქართველოში

ექსკლუზიურად გიწვევთ SOLO Talks-ის ფარგლებში 5 დეკემბერს ორგანიზებულ სემინარზე, რომელსაც აჭარა ჯგუფის აღმსასრულებელი დირექტორი ვალერი ჩეხერია გაუძღვება.

 

შეხვედრაზე განხილული იქნება შემდეგი თემები:

  • სტუმართმასპინძლობის ინდუსტრიის განვითარება
  • ქართული ბრენდების შექმნა
  • საერთაშორისო ცნობადობის მოპოვება
  • პროექტი უდაბნო და აგრიკულტურის განვითარება
  • „ფერმიდან მაგიდამდე“ თანამედროვე სტუმართმასპინძლობის სექტორში
  • მომავალი პროექტები: მდგრადი განვითარება რეგიონებში და კრეატიული ეკონომიკის ხელშეწყობა − რადიოქალაქი

 

აჭარა ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი, ვალერი ჩეხერია, რეგიონში წამყვანი ბიზნესლიდერია, საერთაშორისო მასშტაბით აღიარებული სასტუმროებისა და ინოვაციური სამეწარმეო პროექტების მრავალფეროვანი პორტფოლიოს შექმნას უდგას სათავეში. ვალერი ასევე გახლავთ ფილანთროპი და მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ერთერთი ახალგაზრდა გლობალური ლიდერი.

 

სემინარის დეტალები

მის.: ჭავჭავაძის გამზ. №29, SOLO ლაუნჯი

დრო: 20:15 სთ

თარიღი: 5 დეკემბერი