სწრაფი ნავიგაცია

06 დეკემბერი
2019
Paolo Cucchi - აზიის არქიტექტურა პირადი გამოცდილებისა და ევროპის ქვეყნებთან შედარების საფუძველზე

6 დეკემბერს გიწვევთ სემინარზე, რომელსაც Paolo Cucchi Architects-ის დირექტორი Paolo Cucchi გაუძღვება.

 

Paolo გაგესაუბრებათ აზიის არქიტექტურასა და ამ თემის გარშემო სხვადასხვა გამოწვევაზე, მათ შორის:

  • რამდენად მნიშვნელოვანია სწორად შედგენილი გენერალური გეგმა
  • რა დატვირთვა აქვს მრავალსართულიან და სიმბოლური მნიშვნელობის შენობებს
  • რა შესაძლებლობებია საბინაო მშენებლობების ფარგლებში
  • არის თუ არა საჭირო მიტოვებული შენობების / ტერიტორიების ხელახალი კვალიფიკაცია და სხვ.

 

Paolo Cucchi, რომელიც იტალიასა და მალაიზიაში მოქმედ არქიტექტურულ კომპანიას − Paolo Cucchi Architects-ს − უდგას სათავეში, მრავალი არქიტექტურული ინსტიტუტისა და აკადემიის წევრია. მათ შორის აღსანიშნია: ამერიკის არქიტექტურის ინსტიტუტი, ბრიტანეთის არქიტექტურის სამეფო ინსტიტუტი, არქიტექტურის საერთაშორისო აკადემია სოფიაში და სხვ.

 

სემინარის დეტალები

მის.: ჭავჭავაძის გამზ. №29, SOLO ლაუნჯი

დრო: 20:15 სთ

თარიღი: 6 დეკემბერი