სწრაფი ნავიგაცია

26 დეკემბერი
2019
აკო ახალაია - რასაცა გასცემ შენია, რაც არა დაკარგულია

26 დეკემბერს გიწვევთ სემინარზე, რომელსაც SOLO Talks-ის ფარგლებში Marketer.ge-ს დამფუძნებელი აკო ახალაია გაუძღვება.

შეხვედრაზე აკო თქვენთან ერთად განიხილავს შემდეგ თემებს:

  • რა შეგვიძლია ვიპოვოთ წარსულში
  • შეიძლება თუ არა, ინსპირაციის წყარო იყოს აწმყო / რეალობა და არა ის, რაც ჯერ არ ვიცით
  • როგორ დავიწყოთ ფიქრი და რატომ ღირს იმ ყველაფრის კეთება, რაც გვიყვარს და გვსიამოვნებს

აკო ახალაია მარკეტინგის სფეროში ბევრ პროექტსა და წამოწყებას უდგას სათავეში. ის ხელმძღვანელობს ონლაინპლატფორმა Marketer.ge-ს, რაც აღნიშნული დარგის განვითარებას უწყობს ხელს.

 

სემინარის დეტალები:

მის.: ჭავჭავაძის გამზ. №29, SOLO ლაუნჯი

დრო: 20:15 სთ

თარიღი: 26 დეკემბერი