სწრაფი ნავიგაცია

17 დეკემბერი
2019
#SOLOბონუსი - 8000 მოსავალი - უნიკალური ღვინოების დეგუსტაცია

17 დეკემბერს გიწვევთ 8 000 მოსავალში მასტერკლასზე, რომლის დასრულების შემდეგ დააგემოვნებთ, გამოიცნობთ და დაახასიათებთ საქართველოს უნიკალურ ღვინოებს. შეხვედრას გაუძღვება ზაზა გრიგალაშვილი.

 

შეხვედრაზე ზაზა თქვენთან ერთად განიხილავს შემდეგ თემებს:

  • ღვინის დეგუსტაციის წესები / პრინციპები
  • ვაზის ჯიშების წარმოება და მათი პერსპექტიულობა
  • ქართული ღვინოების მსგავსი / განმასხვავებელი ნიშნები და სხვ.

 

ზაზა ამჟამად ღვინის მაღაზია-ბარ 8 000 მოსავალში სომელიედ მუშაობს, ის ასევე გახლავთ ღვინის სკოლის დამფუძნებელი და ღვინის კულტურასთან დაკავშირებული 300-ზე მეტი ლექცია-სემინარის ავტორი.

 

მასტერკლასის  დეტალები

მის.: აბაშიძის ქ. №60

თარიღი: 17 დეკემბერი

დრო: 20:00 სთ

ხანგრძლივობა: 1.5 სთ

ფასი SOLO მომხმარებლებისთვის: 44 ლარი

 

გთხოვთ გაითვალისწინოთ, ადგილები შეზღუდულია.