სწრაფი ნავიგაცია

19 დეკემბერი
2019
ლევან შატბერაშვილი - არასრულფასოვნების განცდა, მიზეზები და ძლევის სტრატეგიები

19 დეკემბერს გიწვევთ სემინარზე, რომელსაც ფსიქოლოგი ლევან შატბერაშვილი SOLO მომხმარებლებისთვის ჩაატარებს.

ლევანი მიმოიხილავს თემებს, რომლებიც ზრდასრულ ასაკში ყველასთვის აქტუალური და სენსიტიურია, მათ შორის:

  • ჩვენი „მეს“ არქიტექტურას
  • ბავშვობის ტრავმულ გამოცდილებებს, ანუ „ყველა ბავშვობიდან მოვდივართ“
  • შეიყვარე „შინაგანი ბავშვი“ − ანუ „სიყვარულის ალქიმიას“
  • ტრანსფორმაციასა და პიროვნულ ზრდას

 

ლევან შატბერაშვილი წლების განმავლობაში მუშაობდა დიმიტრი უზნაძის ფსიქოლოგიის ინსტიტუტში და უძღვებოდა სამეცნიერო კურსს – „ტრანსპერსონალური თერაპია“. ის გახლდათ აღდგენითი თერაპიის ეროვნული ცენტრის ფსიქოკორექციის განყოფილების უფროსი, რის შემდეგაც მან ჰუმანიტარული ტექნოლოგიების განვითარების ცენტრი დააფუძნა.

 

სემინარის დეტალები

მის.: ჭავჭავაძის გამზ. №29, SOLO ლაუნჯი

დრო: 20:15 სთ

თარიღი: 19 დეკემბერი