სწრაფი ნავიგაცია

07 ნოემბერი
2019
ლევან გიგინეიშვილი - დემოკრატიის გარდაუვლობა და არისტოკრატიული ნოსტალგია

7 ნოემბერს SOLO Talks-ის ფარგლებში გიწვევთ სემინარზე, რომელსაც ფილოლოგიის დოქტორი, პროფესორი ლევან გიგინეიშვილი გაუძღვება.

შეხვედრაზე ლევანი განიხილავს ალექს დე თოქვილის ნაშრომს „ამერიკის დემოკრატია“, რომლის მიხედვითაც წარმოგიდგენთ ავტორისეულ ხედვას, თუ:
 
რა არის დემოკრატიის ბუნება 
რა მსოფლმხედველობრივ-ცივილიზაციური ცვლილებები ახლავს მას თან
რამდენად დასანანია არისტოკრატიული წყობის რყევა და როდის აღმოაჩინა მან დემოკრატიის გარდაუვლობა
 
 
ლევან გიგინეიშვილი ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორია. ლექციების კურსის გაძღოლის გარდა, ის ასწავლის ფილოსოფიასა და ქართულ ლიტერატურას გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკულ აკადემიაში.
 
სემინარის დეტალები
მის.: ჭავჭავაძის SOLO lounge, ჭავჭავაძის #29
დრო: 20:15 სთ
თარიღი: 7 ნოემბერი