სწრაფი ნავიგაცია

21 ნოემბერი
2019
ვანო ნადირაძე - როგორ და რისთვის უნდა ვმართოთ პროექტები



SOLO Education-ის ფარგლებში 21 ნოემბერს გიწვევთ სემინარზე, რომელსაც მართვის აკადემიის დამფუძნებელი და ტრენერი ვანო ნადირაძე გაუძღვება.

შეხვედრაზე ვანო პასუხს გასცემს ისეთ შეკითხვებს, როგორებიცაა:
რა არის პროექტის არსი
როგორი უნდა იყოს წარმატებული პროექტი
რა არის წარუმატებელი პროექტების მთავარი მიზეზები
როგორ უნდა / არ უნდა ვმართოთ პროექტები
როგორ განვსაზღვროთ პროექტის პრიორიტეტები და სხვ.

ვანო ნადირაძე, რომელიც მართვის აკადემიის დამფუძნებელი და ტრენერია, ასევე გახლავთ პროექტის მართვის ექსპერტების დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი.

ვანოს აღნიშნულ სფეროში მოღვაწეობის 12 წელზე მეტი გამოცდილება აქვს და მისი მრავალფეროვანი საქმიანობა მოიცავს წარმატებულად დასრულებულ მსხვილ, საშუალო თუ მცირე ზომის პროექტებსა და პროგრამებს.

აღსანიშნავია, რომ ვანო ასევე ფლობს მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერების მაგისტრის ხარისხს, პროექტის მართვის მაგისტრის ხარისხსა და PMP-ის (Project Management Professional) სერტიფიკატს.

სემინარის დეტალები
მის.: ჭავჭავაძის SOLO lounge, ჭავჭავაძის #29
დრო: 20:15 სთ
თარიღი: 21 ნოემბერი