სწრაფი ნავიგაცია

28 ნოემბერი
2019
გიორგი კინწურაშვილი - ტექნოლოგიური სტარტაპების შესაძლებლობები საქართველოში



SOLO Education-ის ფარგლებში 28 ნოემბერს გიწვევთ სემინარზე, რომელსაც საქართველოს ბანკის პროგრამის, Fintech.ge-ის მენეჯერი გიორგი კინწურაშვილი გაუძღვება. 

გიორგი პასუხს გასცემს ისეთ შეკითხვებს, როგორებიცაა:

რა მხარდამჭერი პროგრამები არსებობს ტექნოლოგიურ სფეროში არსებული სტარტაპებისთვის და ვინ აფინანსებს მათ
როგორი ტრენდებია დაფინანსებული სტარტაპების მიმართულებით
ვინ არიან გამორჩეული სტარტაპერები
ვინ არიან ეკოსისტემის ძირითადი მოთამაშეები
საით მიდის ეკოსისტემა და სხვ.


გიორგი მუშაობს საქართველოს ბანკში, ის ასევე ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი და პირველკურსელთა სტარტაპმენტორია.

 

სემინარის დეტალები
მის.: ჭავჭავაძის SOLO Lounge, ჭავჭავაძის #29
დრო: 20:15 სთ
თარიღი: 28 ნოემბერი