სწრაფი ნავიგაცია

27 ნოემბერი
2019
პაატა ამონაშვილი - ბავშვებთან ურთიერთობის ხელოვნება


 

SOLO და ამონაშვილის აკადემია ექსკლუზიურად გიწვევთ SOLO Education-ის ფარგლებში 27 ნოემბერს ორგანიზებულ სემინარზე, რომელსაც საერთაშორისო მასშტაბის ფსიქოლოგი, სოციოლოგი და მწერალი პაატა ამონაშვილი გაუძღვება.

შეხვედრაზე პაატა თქვენთან ერთად განიხილავს ისეთ საკითხებს, როგორებიცაა:
ბავშვის აღზრდის თავისებურებები
სად ვეძებოთ ბავშვებთან ურთიერთობის ხელოვნება
როგორ დავამყაროთ მათთან ჰარმონიული, უკონფლიქტო კომუნიკაცია და სხვ. 

პაატა ამონაშვილი, რომელიც ყველასათვის ცნობილი და წარმატებული ფსიქოლოგი, სოციოლოგი და მწერალია, ასევე აქტიურად უძღვება ჰუმანური პედაგოგიკის საერთაშორისო ცენტრის პრეზიდენტის პოზიციასაც.

აღსანიშნავია, რომ ჰუმანური პედაგოგიკის მიმდინარეობის დამაარსებელ, აკადემიკოს შალვა ამონაშვილთან ერთად პაატა ატარებს ტრენინგებს მშობლებისა და მასწავლებლებისთვის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.

ის ასევე გახლავთ მრავალი წიგნისა და პუბლიკაციის ავტორი.

 

სემინარის დეტალები
მის.: ჭავჭავაძის SOLO lounge, ჭავჭავაძის #29
დრო: 20:15 სთ
თარიღი: 27 ნოემბერი
ღირებულება: 45 ლარი
ხანგძლივობა
: 2სთ