სწრაფი ნავიგაცია

26 მარტი
2020
ბარათების მოქმედების ვადა ავტომატურად გახანგრძლივდა

იმ მომხმარებლებს, რომელთაც ბარათის მოქმედების ვადა ეწურებოდათ, იმისათვის რომ აგვერიდებინა მათი ფიზიკური ვიზიტი SOLO ლაუნჯში. მოვახდინეთ ბარათის მოქმედების ვადის გაზრდა ავტომატურად 5 წლით.
 

VISA ბარათების გამოყენება შესაძლებელია სტანდარტულად როგორც გადახდისას პოსტერმინალში და ონლაინ, ასევე თანხის გამოტანისას ბანკომატით. MasterCard და American Express ბარათების შემთხვევაში კი, ბარათის მოთავსებითა და პინკოდის შეყვანით პოსტერმინალსა და ბანკომატში. ონლაინგადახდისას ინტერნეტში, ბარათის მონაცემების მითითებისას, ისარგებლე განახლებული ვადით.