სწრაფი ნავიგაცია

15 მაისი
2020
სიახლე SOLO მომხმარებლებისთვის!

SOLO მორიგი ინოვაციით გიბრუნდებათ!
 
ციფრული ბარათი ახლა უკვე მობილბანკსა და ინტერნეტბანკშია! შეუკვეთეთ ციფრული ბარათი სახლიდან გაუსვლელად მობილბანკით ან ინტერნეტბანკით და ფიზიკური ბარათის ქონის გარეშე ისარგებლეთ მისი ყველა უპირატესობით.
 
ციფრული ბარათით გაანაღდებთ თანხას, გადაიხდით სავაჭრო ობიექტებსა და ონლაინმაღაზიებში, რისთვისაც Apple Pay-ს ან TSKAPP აპლიკაციას გამოიყენებთ. ასევე შეიტანთ, ჩარიცხავთ ნაღდ ფულს ან გადარიცხავთ მას სხვის ანგარიშზე, დააკონვერტირებთ თანხას უკეთესი კურსით და სხვ.
 
გაითვალისწინეთ, ციფრული ბარათით PLUS ქულებსაც დააგროვებთ, რითაც მერე შეიძენთ ყველაფერს, რაც გინდათ.
 
ბარათის კიდევ ერთი უპირატესობა ისაა, რომ მას ვერასდროს დაკარგავთ, რადგან ის უკვე თქვენს მობილბანკსა და ინტერნეტბანკში იქნება.
 
▼ ჯერ კიდევ არ გაქვთ მობილბანკი?
 
თუ იყენებთ აიფონს ან ანდროიდის მობილურს, შედით App Store-ში / Google Play Store-ში, ძებნაში ჩაწერე BOG mBank-ი და ჩამოტვირთეთ აპლიკაცია უფასოდ.
 
აღნიშნული სიახლე უკვე ხელმისაწვდომია ანდროიდის მობილურში, თუმცა აიფონსაც მალე დაემატება.

SOLO-ს შესახებ