სწრაფი ნავიგაცია

12 მაისი
2020
ანგარიშის ონლაინაქტივაცია

ისარგებლეთ კიდევ ერთი სიახლით SOLO-სგან!
 
ამიერიდან უკვე შეგიძლიათ გაიაროთ რეგისტრაცია და გაიაქტიუროთ ანგარიში ონლაინ მობილბანკით, რისთვისაც ID ბარათი ან პასპორტი და საკუთარი ფოტოს მობილბანკშივე გადაღება დაგჭირდებათ.
 
გარდა ამისა, ბანკში დაფიქსირებული საკონტაქტო მონაცემების შესაცვლელად ან ახლის დასამატებლად ასევე აღარ მოგიწევთ სახლიდან გასვლა, რადგან თქვენი მობილბანკი ფილიალის ფუნქციას მარტივად შეითავსებს და ტელეფონის ნომრის ან ელფოსტის ცვლილებას მარტივად მობილბანკშივე შეძლებთ.
 
ანგარიშის აქტივაციის შემდეგ, აპლიკაციაშივე შეუკვეთავთ ციფრულ ბარათს, ჩვენი ბანკის ახალ პროდუქტს, რომელსაც ფიზიკური ბარათის ყველა უპირატესობა აქვს.
 
▼ ჯერ კიდევ არ გაქვთ მობილბანკი?
 
თუ იყენებთ აიფონს ან ანდროიდის მობილურს, შედით App Store-ში / Google Play Store-ში, ძებნაში ჩაწერეთ BOG mBank-ი და ჩამოტვირთეთ აპლიკაცია უფასოდ. 
 
ონლაინაქტივაციის გავლას შეძლებთ, როგორც SOLO-სა და საქართველოს ბანკის ნებისმიერი არხში, სადაც გადიხართ ავტორიზიას, ისე მობილბანკით ანდროიდის სისტემაზე, მალე კი iOS-ზეც.
 

 

SOLO-ს შესახებ