სწრაფი ნავიგაცია

14 თებერვალი
2020
ჰოლოზეუმი − მოგზაურობა გაცოცხლებულ ნახატებში

SOLO წარმოგიდგენთ ჰოლოზეუმს, ერთგვარ მუზეუმს ჩარჩოების გარეშე, რომელიც თქვენი შესაძლებლობაა, იმოგზაუროთ ანიმირებული ნამუშევრების განუმეორებულ სამყაროში და გახდეთ გაცოცხლებული ისტორიული მოვლენების მთავარი მონაწილე. ამჯერად ნიკო ფიროსმანის ციფრულ გამოფენაზე გიმასპინძლებთ, სადაც შეაგროვებთ შთაბეჭდილებებს, რომლებიც არასდროს დაგავიწყდებათ.

აქ ასევე გელოდებათ ბევრი სასიამოვნო სიურპრიზი, მათ შორის, SOLO Family Sundays ფარგლებში ყოველ კვირას ბავშვებთან ერთად დაესწრებით სპეციალურად ორგანიზებულ მასტერკლასებს, სადაც ხელოვნების სხვადასხვა დარგის საიდუმლოებებს ეზიარებით და გაიცნობთ საინტერესო ადამიანებს.

 

გამოფენის დეტალები

SOLO ფასი: 13.5 ლარი

SOLO ფასი ოჯახთან ერთად (4 ადამიანზე): 30 ლარი

მის.: ბეთლემის ქ. №10

ბილეთები გაიყიდება 19 თებერვლიდან; ღირებულება არ ითვალისწინებს მასტერკლასზე დასწრებას;
6 წლამდე ბავშვები ჰოლიზეუმში დაიშვებიან უფასოდ.

SOLO-ს შესახებ