სწრაფი ნავიგაცია

15 აპრილი
2019
გა-20-მაგებული ქულები აზიური რესტორან ფეფერბოიში



დააგემოვნეთ კორეული, იაპონური, ვიეტნამური, ტაილანდური და სხვა აზიური კერძები რესტორან ფეფერბოიში და მხოლოდ SOLO მომხმარებლებმა მიიღეთ გა-20-მაგებული PLUS ქულები!

ფეფერბოი აზიური რესტორანია, რომელიც ვერაზე, თარხნიშვილის ქუჩაზე, მდებარეობს. ეს არის ადგილი, სადაც ადამიანები იკრიბებიან სასიამოვნო დროის გასატარებლად და გემრიელი კერძების დასაგემოვნებლად კომფორტულ გარემოში.

სად, თუ არა ფეფერბოიში შეძლებთ შეხვდეთ სოფრიტოს, კიმჩის, სამბალ ოლეკის სოუსსა და ღრუბლოვან ჩიზქეიქს, ერთად თავმოყრილს ღია სამზარეულოში, იქ სადაც თავად გაქვთ შესაძლებლობა, თვალი ადევნოთ მზარეულებს, რომელთაც არ აშინებთ ცეცხლთან თამაში.

ფეფერბოის გარემო იდეალურია როგორც ბიზნეს შეხვედრებისთვის, ასევე რომანტიული საღამოებისა თუ კორპორაციული შეკრებებისთვის.

 

შეთავაზება ძალაშია 2019 წლის 30 ივნისამდე.

მის.: ი. თარხნიშვილის ქ. №2
ტელ.: 595 43 33 35
ფბ: https://www.facebook.com/pepperboy.tbilisi/