სწრაფი ნავიგაცია

26 ოქტომბერი
2018
15%-იანი ფასდაკლება სასტუმრო „ერეკლე II”-სგან!



ბუტიკ სასტუმრო "ერეკლე II" მდებარეობს თელავის ცენტრში, მეფე ერეკლე II-ს მუზეუმის გვერდით, ლიონიძის ქ. 1-ში. სასტუმროს შენობა მე-19 საუკუნის რესტავრირებული სასახლეა, რომელშიც მეფე ერეკლეს შვილები ცხოვრობდნენ. შესაბამისად, სასტუმროში შემონახულია ძველი, წითელი აგურის კედლები და მოხდენილადაა შერწყმული ოთახების თანამედროვე დიზაინთან არაბული, სპარსული და ქართული ელემენტებით. სასტუმროს აქვს 7 ნომერი, რომელთაგანაც 3 სტანდარტულია, 4 კი ლუქსი აივნებითა და ხედით.

სასტუმროს ლობიში განთავსებულია ბარი, სადაც შესაძლებელია სასტუმროს ვენახების უნიკალური ქვევრის ღვინოების დაგემოვნება. ტერასიდან, რომელსაც მზიან ამინდში უამრავი ადამიანი სტუმრობს, იშლება ხედი კავკასიონის ქედსა და ალაზნის ველზე. თითოეული ოთახი აღჭურვილია Wi-Fi ინტერნეტით, LCD ტელევიზორით და სატელიტური ანტენით, სააბაზანოს ჰიგიენური საშუალებებით და ა.შ.
სასტუმროში მოქმედებს ოთახების 24 საათიანი სერვისი.

ისარგებლეთ დამატებითი 15%-იანი ფასდაკლებით ღვინის ტურზე სანავარდოში (ნაფარეულის მიკრო-ზონა), რომელიც მოიცავს ცხენზე ჯირითს, ველოსიპედებით სეირნობას, ღვინის დეგუსტაციას, მასტერკლასებსა და სადილს.

ფასდაკლება ძალაშია 2019 წლის 1 მარტამდე.

ნომრის დასაჯავშნად დაუკავშირდით სასტუმროს.

ტელ.: +995 596 377 377
ელ-ფოსტა: info@hotelerekle.ge.
ვებგვერდი: http://hotelerekle.ge